Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მონიჭებული ნათლისთვის პასუხს ვაგებთ, 6 ნოემბერი

    „ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას” (მათ. 7:14).ქიმ 313.1

    ქრისტეს საყვარელი მოწაფე იოანე წერს: „ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება” (1 იოან. 2:4). ღვთის სიტყვა ცხადი და გასაგებია. სახიფათოა, თავს ქრისტეს მიმდევარი უწოდო, ხოლო მისი თუნდაც ერთი მოთხოვნისადმი გულგრილი დამოკიდებულებით უარყო იგი.ქიმ 313.2

    რეფორმაციის ისტორია გვასწავლის, რომ ქრისტეს ეკლესია არ უნდა დასჯერდეს მიღწეულს და არ შეწყვიტოს რეფორმები. ღმერთი სათავეში დგას და გვეუბნება, როგორც ოდესღაც მოსეს: „წინ იარეთ”. „უთხარი ისრაელის ძეთ წინ იარონ”. ღვთის საქმე ხორციელდება. მისი საქმე ნაბიჯნაბიჯ მიიწევს წინ ბრძოლითა და განსაცდელის გზით საბოლოო გამარჯვებისაკენ. ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ღვთის შვილები არ უნდა შეჩერდნენ რწმენის სტერეოტიპულ წარმოდგენებზე. ისინი უნდა ემზადონ, რათა მიიღონ ახალი ნათელი, ღრმად ჩაწვდნენ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას.ქიმ 313.3

    წყვდიადსა და ცდომილებაში ჭეშმარიტების გავრცელების ისტორია გვიჩვენებს, რომ უმრავლესობა არ უფრთხილდება წმინდა ჭეშმარიტებას და არ ეძიებს მას. ვინც რეფორმას ემსახურებოდა და მისდევდა ღვთის სიტყვას: „წინ იარეთ”, მათ სდევნიდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ, მაგრამ ფართოდ გაღებული სატუსაღოს კარების პირისპირ დარჩენილნი, წამებისა და სიკვდილის წინაშე მდგარნი თვლიდნენ - ჭეშმარიტება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მტკიცედ დაიცავენ და უმალ სიცოცხლეს დათმობენ, ვიდრე რწმენას. ისინი სიხარულით სწირავდნენ თავს ღვთის ჭეშმარიტებას. დღესაც ჭეშმარიტება ისევე ფასეულია, როგორც წამებულთა ეპოქაში...ქიმ 313.4

    რა იქნებოდა, ლუთერის დროს ხალხს ღვთის ნების აღუსრულებლობა ამ სიტყვებით რომ გაემართლებინა: „ღმერთი დიდად მოწყალეა, რათა დამსაჯოს არაპოპულარული ჭეშმარიტების მიუღებლობისათვის. ჩვენი ინტელექტუალები და რელიგიური ბელადები არ იღებენ მას. გავბედავ და დავარღვევ ღმერთის რჯულს, რადგან სამყარო უარყოფს მას... კმაყოფილი ვარ ჩემი რელიგიით... გავბედავ ბრბოსთან ყოფნას”? რა მდგომარეობაში იქნებოდა მაშინ ეკლესია?ქიმ 313.5

    თუ ბრბოს წავყვები, ბიბლია მეუბნება, რომ მივდივარ სიკვდილის ფართო გზით. უფალმა თქვა: „ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას”. ჩვენ პასუხს ვაგებთ დღევანდელი ნათელისთვის. ქრისტე ტიროდა და წუხდა იერუსალიმზე, რადგან მან ვერ გაიგო თავისიანის მოსვლის დრო. ეს იყო ნდობის, შესაძლებლობათა და უპირატესობათა მათი დღე... უმადურობა, ფორმალიზმი, ფარისევლობა მრავალი ასეული წლების განმავლობაში გახდა მიზეზი უფლის ცრემლთა ფრქვევისა.ქიმ 313.6