Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ცოდვის გამო ღმერთმა შეცვალა თავის გეგმა, 21 იანვარი

    „შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე. და ადამს უთხრა... წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე” (დაბ. 3:16, 17).ქიმ 23.1

    ევას გამოუცხადეს, რომ ამიერიდან მისი ხვედრი იქნება ტანჯვა და მწუხარება. და თქვა ღმერთმა: „გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობის ჟამს და ტკივილში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე”. შემოქმედების პროცესში ღმერთმა ევა ადამის თანასწორად შექმნა. უფლის ერთგულნი რომ დარჩენილიყვნენ და უზენაესის დიად კანონთან თანხმობაში ეცხოვრათ, ისინი კვლავ ერთსულოვანნი იქნებოდნენ, მაგრამ ცოდვამ განხეთქილება შვა და მათ შორის თანასწორუფლებიანობა დაირღვა: პირველმა ევამ შესცოდა უფლის წინაშე და ცდუნდა იმის გამო, რომ მცირე ხნით მოშორდა ქმარს. მანვე აცდუნა ადამი და ამიერიდან მისი მორჩილი უნდა ყოფილიყო. ცოდვილი კაცობრიობა რომ უფლის კანონის პრინციპებს დამორჩილებოდა, მაშინ თვით ეს განაჩენი - ცოდვის შედეგი, კურთხევად იქცეოდა როგორც დედაკაცისათვის, ასევე მამაკაცისათვისაც. მაგრამ მამაკაცები ხშირად ბოროტად იყენებენ მინიჭებულ უპირატესობას და მეტად ამძიმებენ ქალის ხვედრს.ქიმ 23.2

    ევა სრულიად ბედნიერი იყო თავისი ქმრის გვერდით სამოთხის ბაღში, მაგრამ, თანამედროვე მოუსვენარ ქალთა მსგავსად, იგი უფრო მაღალ სამოღვაწეო ასპარეზზე გასვლას იმედოვნებდა, ვიდრე უფალმა განუსაზღვრა მას. იგი უფრო მაღალი მდგომარეობისაკენ ისწრაფოდა, მაგრამ ყველაზე დაბლა აღმოჩნდა...ქიმ 23.3

    ღმერთმა ადამს უთხრა: „რაკი შენ დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი”.ქიმ 23.4

    უფალი ცდილობდა, ცოდვისაგან დაეცვა ეს წმინდა წყვილი. უხვად უძღვნა ყოველგვარი სიკეთე და ამავე დროს დაფარა მათგან ბოროტება. მაგრამ, მისი ბრძანების მიუხედავად, მათ ჭამეს აკრძალული ნაყოფი და ამიერიდან მუდამ უნდა ეჭამათ იგი, რათა შეეცნოთ ბოროტება მთელი თავისი სიცოცხლე. ამიერიდან ადამიანთა მოდგმა დაიტანჯება სატანის ცდუნებათა გამოისობით. ბაღში მსუბუქი შრომის ნაცვლად მათი ხვედრი - საზრდოს მოსაპოვებლად მუდმივი ზრუნვა და მძიმე შრომა იქნება. მათ ელით იმედების გაცრუება, მწუხარება, ტანჯვა და ბოლოს - სიკვდილი.ქიმ 23.5