Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტეს სახელით მოპოვებული გამარჯვება, 16 ივლისი

    „გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე” (გამოცხ. 3:21).ქიმ 200.1

    თავისი ცდუნებებით სატანამ ადამიანის ბუნების დამცირება შეძლო, რადგან ადამიანებმა ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა მის ძლიერ ზემოქმედებას. მაგრამ ქრისტემ, ჩვენმა წარმომადგენელმა, ჩვენივე სახელით გადაიტანა მკაცრი ბრძოლა, რათა სრულყოფილი მაგალითი მოეცა ჩვენთვის...ქიმ 200.2

    წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია, როგორ ევნო ქრისტე ჩვენს ნაცვლად და უნდა მივესალმოთ გამოცდასა და ტანჯვას ქრისტესათვის, რადგან მხოლოდ გამოცდისას შევძლებთ იგივე გამარჯვების მოპოვებას, რაც ქრისტემ მოიპოვა და ჩვენი გამომსყიდველის ტახტამდე ამაღლებას. მოდით, დავფიქრდეთ ჩვენთვის ძვირფასი მხსნელის ცხოვრებასა და ტანჯვაზე და გვახსოვდეს იმის შესახებ, რომ თუ არ გვსურს სიძნელეების, გამოცდისა და ბრძოლის გადატანა, თუ არ გვსურს ქრისტეს ვნებებში მონაწილეობის მიღება, მაშინ უღირსად ჩაგვთვლიან მის ტახტზე ასვლისათვის.ქიმ 200.3

    უფლება არა გვაქვს, თუნდაც წამით წამოვეგოთ სატანის ცდუნებებს. ჩვენ ვიცით, რომ საკუთარი ძალებით წარმატებას ვერ მივაღწევთ, მაგრამ რადგანაც ქრისტემ თავი დაიმდაბლა და ჩვენი ბუნება გაიზიარა, ე. ი. მან იცის ჩვენი გაჭირვება. მან თავად გადაიტანა კაცთათვის ყველაზე რთული ცდუნებები და გაიმარჯვა მტერზე, დაძლია მისი შეგონებები, რათა ჩვენც გვესწავლა, როგორ უნდა დავძლიოთ მტერი...ქიმ 200.4

    ქრისტე - ეს ჩვენი ეტალონია, სრულყოფილი და წმინდა მაგალითი მისაბაძად. ვერასოდეს შევედრებით ეტალონს, მაგრამ შეძლებისდაგვარად უნდა მივბაძოთ მას... როცა ღმერთისთვის ყოველივეს გავცემთ, რაც გაგვაჩნია, აგრეთვე საკუთარ თავსაც და რთულ და სახიფათო ვითარებაში აღმოვჩნდებით სატანასთან პირისპირ, უნდა გვახსოვდეს, რომ გავიმარჯვებთ მტერზე ღმერთისა და მისი ძალის სახელით. როცა ამგვარი სასოებით დავეყრდნობით ქრისტეს, ყველა ანგელოზი მოვა ჩვენს დასახმარებლად და ხელს შეუშლის მტერს ჩვენს დაძლევაში. მაგრამ ნუ გვექნება იმის იმედი, რომ გამარჯვება ტანჯვის გარეშე მოვა, რადგან იტანჯა იესო, როცა ჩვენთვის იბრძოდა...ქიმ 200.5

    ქრისტიანის ცხოვრება - ეს მუდმივი ბრძოლაა. მაგრამ ქრისტეს მორჩილების ყოველი აქტი, ყოველი თავგანწირვა უფლისათვის, ყოველი გადატანილი გამოცდა, ყოველი გამარჯვება ცდუნებაზე - ეს საბოლოო გამარჯვებისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.ქიმ 200.6