Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სამარე ვერ დააკავებს მასში მძინარე უფლის წმინდანებს ,2 მაისი

    „და მოკვდა იქ მოსე, უფლის მსახური, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ” (რჯლ. 34:5).ქიმ 125.1

    მას შემდეგ რაც ცოდვამ წუთისოფელში შეაღწია, ედემი მოსწყდა დედამიწას. ვინაიდან ღმერთი ვერ დაუშვებდა, რომ მის ქმნილებას წყევლის კვალი დასტყობოდა... როდესაც მოსემ იხილა ეს მშვენიერი ბაღი, მისი სახე სიხარულით გაბრწყინდა. მაგრამ უფლის მონა კიდევ უფრო მეტ სიღრმეებს ეზიარა. მან იხილა ცეცხლით განათებული მიწა, გათავისუფლებული ცოდვისა და წყევლის ყოველგვარი კვალისაგან, განახლებული და გადაცემული წმინდანთათვის სამარადისო საკუთრებაში. მან იხილა მიწიერი სამეფოები, რომლებიც უზენაესის წმინდანებს გადაეცათ...ქიმ 125.2

    ახალ მიწაზე ხდება იმ წინასწარმეტყველებათა აღსრულება, რომლებსაც იუდეველები ქრისტეს პირველ მოსვლას მიაკუთვნებდნენ. წმინდანები მაშინ გამოსყიდულნი იქნებიან და უკვდევებას მიიღებენ. მათ თავს უხრწნადი გვირგვინები დაამშვენებს, სიხარული და დიდება აღებეჭდებათ სახეზე, სადაც გამომსყიდველის ხატება აირეკლება.ქიმ 125.3

    მოსემ იხილა ქანაანის მიწა იმ სახით, როცა იგი წმინდანთა სამშობლო გახდება. იოანე ღვთისმეტყველს ხილვაში იგივე მიწა ეჩვენა და აი, რას წერს იგი ამის შესახებ: „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდნენ, და ზღვა აღარ იყო. ვიხილე წმიდა ქალაქი ახალი იერუსალიმი, რომელიც ღვთისაგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო. გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, სავანე ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან”...ქიმ 125.4

    როდესაც მოსე ამ სცენას ხედავდა, მისი სახე სიხარულით გაბადრულიყო. მან გააცნობიერა ყოველივე იმის მნიშვნელობა, რაც მას ანგელოზებმა გაუცხადეს. მან ყველაფერი აღიქვა, რაც ეჩვენა. გონება მისი კვლავაც ძლიერი იყო, აზროვნება - ნათელი. ძალა კვლავაც ერჩოდა და მხედველობა არ დაჰკარგვოდა. ხილვის შემდეგ სიკვდილმა თვალები დაუხუჭა და ანგელოზებმა მოსე მიწას მიაბერეს იმ მთაზე, სადაც მოკვდა.ქიმ 125.5

    გავიდა სულ მცირე დრო და ქრისტე მოვიდა მოსეს მკვდრეთით აღსადგენად. როდესაც ის გაჩერდა მის სამარხთან და უბრძანა წინასწარმეტყველს გამოსულიყო, სატანა მის გვერდით იდგა და ამბობდა: „მე მაქვს მასზე ძალაუფლება. მე ვაცდუნე იგი, მან ვერ გაუძლო ცდუნებას. მოსემაც კი ვერ შეძლო უფლის კანონის დაცვა. მან დაარღვია იგი და ჩემი თანამზრახველი გახდა დიად ბრძოლაში. მან მიითვისა დიდება, რომელიც ღმერთს ეკუთვნოდა. მოსე მე მეკუთვნის, რადგან თავისი ცოდვით საკუთარი თავი ჩემს განკარგულებაში მოაქცია და მასზე ძალაუფლებაც მე მეკუთვნის”.ქიმ 125.6