Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    აბელის ძღვენი ქრისტეს მსხვერპლის სიმბოლოა, 30 იანვარი

    „რა გეწყინა? რად მოგიღუშავს სახე? თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, მაშინ კარებთან დაგელოდება შენი ცოდვა” (დაბ. 4:6, 7).ქიმ 32.1

    უფლის შვილების შრომაში ყოველთვის დგება შემოწმების და გამოცდის ჟამი და ღმერთს სულაც არ სურს, რომ ჩვენ ყველას, დიდსა თუ პატარას, მოვხსნათ პასუხისმგებლობის გრძნობა, რითაც მოწმდება მათი ხასიათი. ღმერთი გააცხადებს თავის საქმეებს და შესძენს თავის თვისებებს უბრალო ადამიანებს, მათ, ვინც ეძებს მას. სატანაც აგრეთვე გააცხადებს თავის საქმეებს და შესძენს მის მიერ ცდუნებულთ თავის თვისებებს, თავის ბოროტ ეჭვებსა და ღვარძლს, ალაპარაკდება მათი ბაგეებით, რათა ბრალი დასდონ თავის თანამოძმეთ.ქიმ 32.2

    ამგვარი გარემოებებისა გამო უფალი ვერ დაიცავს მათ, ვინც მტრის ბანაკში გადავა, ვინაიდან ღმერთი ადამიანის გონებაზე იძულებით ზემოქმედებას არ ახდენს. მისი ნათელი ლამპრის მსგავსად ასხივებს, რათა გზა გაუნათოს ყველას, ვისაც სურს მისგან გამომავალი ნათელის სხივებში სიარული. ეს ნათელი - მისი სიტყვა, ლამპარია ჩვენი ფეხისათვის. მაგრამ თუკი ადამიანები ზურგს აქცევენ ზეციური ნათელით გასხივოსნებულ ბილიკს და ირჩევენ გზას საკუთარი გულისწადილით, სიბნელეში წაიბორძიკებენ და ვერც კი მიხვდებიან, რას ან რატომ წამოჰკრეს ფეხი. ისინი ბრალს დასდებენ და შეიძულებენ სწორი გზით მოარულთ. ქიმ 32.3

    კაენისა და აბელის ისტორია განმეორდება. კაენი დაჟინებით ითხოვდა საკუთარი გეგმების აღსრულებას, როდესაც უფალს მსხვერპლს სწირავდა. აბელი კი მტკიცედ ასრულებდა ღმერთის მითითებებს. კაენის გზით სიარული მას არ სურდა. თუმცა კაენის მსხვერპლი გარეგნულად სავსებით მისაღები ჩანდა, მაგრამ მას აკლდა სწორედ ის, რის გარეშეც საერთოდ შეუძლებელია მსხვერპლზე ლაპარაკიც კი: დაკლული კრავის სისხლი. ორ ძმას შორის თანხმობა შეუძლებელი იყო, დაპირისპირება კი - გარდაუვალი. აბელი ვერ დაუთმობდა კაენს, რადგან ამ ვითარებაში მასაც ღმერთის კონკრეტული ბრძანების შეუსრულებლობაში დაედებოდა ბრალი.ქიმ 32.4

    ღმერთმა აბელის შესაწირავს იმიტომ მიანიჭა უპირატესობა, რომ იგი სწორი იყო. აბელის მსხვერპლი ფასეული იყო, რადგან ღვთიური გამოსყიდვის გეგმაზე მიუთითებდა, რომელიც უფლის მხოლოდშობილი ძის - დაცემული კაცობრიობის იმედისა და ხსნის - უძვირფასეს მსხვერპლს ითვალისწინებდა.ქიმ 32.5

    ძლიერ განრისხდა კაენი, როდესაც ღმერთმა აბელის მსხვერპლი მიიღო, მისას კი ყურადღება არ მიაქცია, რადგან ეს მსხვერპლი წუთისოფლის მომავალი გამომსყიდველის ჭეშმარიტ სიმბოლოს არ წარმოადგენდა. მაგრამ უფალმა არ უარყო საკუთარი გზა და საკუთარი ნება კაენის დასამშვიდებლად. ის შეეკითხა კაენს: „რა გეწყინა? რად მოგიღუშავს სახე? თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, მაშინ კარებთან დაგელოდება შენი ცოდვა” (დაბ. 4:6, 7).ქიმ 32.6