Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მტკიცედ მისდიეთ ქრისტეში გამოცხადებულ ჭეშმარიტებას, 30 ნოემბერი

    „ავიღე პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბო პირში, და როცა შევჭამე იგი, მუცელი გამიმწარდა. მითხრეს: შენ მოგიწევს კვლავ იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეებზე” (გამოცხ. 10:10, 11).ქიმ 337.1

    ღვთის სიტყვა ისტორიულად და წინასწარმეტყველურად გვამცნობს ხანგრძლივ, განუწყვეტელ ბრძოლას ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ეს დღესაც გრძელდება. წარსული განმეორდება, ძველი კამათი ახალი ძალით განახლდება და კვლავ წარმოიშვება ახალი თეორიები. მაგრამ ღვთის შვილებს სწამთ წინასწარმეტყველების შესრულების, დიდი როლი ითამაშეს ანგელოზთა პირველ, მეორე და მესამე უწყების გამოცხადებაში და იციან, სად დგანან... ისინი კლდესავით მტკიცედ უნდა იდგნენ და ბოლომდე ეყრდნობოდნენ თავის სიმტკიცის სათავეებს.ქიმ 337.2

    გარდამქმნელი ძალა ახლდა ანგელოზთა პირველ და მეორე უწყებებს. ასევე მოჰყვება იგი ანგელოზთა მესამე უწყებას... წერილები გულმოდგინედ, მუხლობრივად არის შესწავლილი. ღამეები მიეძღვნა სიტყვის დეტალურ შესწავლას. ვეძებდით ჭეშმარიტებას დაფარული განძის მსგავსად. ღმერთი გამოგვეცხადა ჩვენ. ნათელი მოეფინა წინასწარმეტყველებებს და შევიტყვეთ, რომ მივიღეთ ღვთის დამოძღვრა...ქიმ 337.3

    დიდი იმედგაცრუების შემდეგ მხოლოდ მცირედმა მიიღო სიტყვა მთელი გულით. მაგრამ ცალკეულ პიროვნებებს არ სურდათ იმედგაცრუებასთან შერიგება და უარყოფა იმისა, რომ ღმერთი მიუძღვით. ამ ადამიანებს ჭეშმარიტება ეცხადებოდა ნელნელა და მჭიდროდ უკავშირდებოდა ყველაზე წმინდა მოგონებებს და სიმპატიებს... ჭეშმარიტება, სისადავით დამშვენებული, გაბრწყინდა მათ წინაშე, განსაკუთრებული ძალით გაკეთილშობილებული და ისეთი დაჯერებულობით აღვსილი, რომელიც უცნობი იყო იმედგაცრუებამდე. მაშინ შევძელით უწყების გამოცხადება მთლიანობაში. მაგრამ მათ რიგებში, ვინც მტკიცედ არ მისდევდა რწმენასა და გამოცდილებას, დიდი არევდარევა იყო. ყველაზე უაზრო შეხედულებები ჭეშმარიტების უწყებად ითვლებოდა, მაგრამ უფალმა გვითხრა: „მე არ გამომიგზავნია ისინი”.ქიმ 337.4

    ჩვენ დაკვირვებით დავდიოდით ღმერთთან. უწყება უნდა მიგვეტანა წუთისოფლისთვის და ვიცოდით, რომ ამჟამინდელი ნათელი ღვთის განსაკუთრებული წყალობაა... მისი იმედგაცრუებული შვილები, რომლებიც კვლავ ეძებდნენ ჭეშმარიტებას, ნაბიჯნაბიჯ მოამზადეს წუთისოფელში ღვთის გამოცხადების მისატანად... თავიდან უმძიმდათ მუშაობა. მსმენელები ხშირად უარყოფდნენ უწყებას, როგორც გაუგებარსა და აზრმოკლებულს; მაშინ იწყებოდა გადამწყვეტი ბრძოლა, განსაკუთრებით შაბათის საკითხზე. მაგრამ ღმერთი თავს ამჟღავნებდა. ზოგჯერ დიდების დამფარველი საბურავი მოცილდებოდა და ვხედავდით ღმერთს მაღალ და წმინდა ადგილას.ქიმ 337.5