Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ხასიათი, რომელიც ქცევაში ცხადდება, 30 მარტი

    „დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს თვალი და უთხრა: დაწექი ჩემთან. და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს... როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?” (დაბ. 39:7-9).ქიმ 92.1

    ღვთიური წინასწარხედვით, იოსებმა დაკარგა ბედნიერი სახლი, თავისი ღვთისმოშიში მამის დარიგებები და მაგალითები და იგი მოხვდა ბნელ წარმართთა ოჯახში. იქ მისი სათნოება მკაცრად გამოიცადა. ნებისმიერი ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაში დგება კრიზისული მომენტი, როდესაც ის კარგავს ოჯახის ზეგავლენას და ბრძნულ დარიგებებს და იგი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, სადაც მას მოელის ახალი მოვლენები და მძიმე გამოცდა.ქიმ 92.2

    ღმერთი იოსებთან იყო ახალ სახლში. იოსები მტკიცედ ასრულებდა თავის მოვალეობას, მართალია, ბევრჯერ უსამართლოდ გაიტანჯა, მაგრამ უსამართლო საქციელი არ ჩაუდენია. ამიტომაც ღმერთის სიყვარულითა და მფარველობით სარგებლობდა, ვინაიდან ყველა თავის საქმეში რელიგიური პრინციპებით სარგებლობდა.ქიმ 92.3

    უფალმა კეთილდღეობით დაასაჩუქრა იოსები, მაგრამ სწორედ ამ დროს თავს ყველაზე დიდი უსიამოვნება დაატყდა. მისი ბატონის ცოლი გარყვნილი ქალი იყო და იგი შეეცადა იოსების ღმერთის გზიდან გადაცდენას. იტყვის თუ არა იოსები უარს თავისი ხასიათის ოქროზე იმის გამო, რომ უზნეო ქალის ვნებას დაჰყვეს? გაახსენდება კი, რომ ღმერთი ყოველთვის უთვალთვალებს მას?ქიმ 92.4

    ძალზე ცოტა ცდუნებაა ახალგაზრდებისათვის იმაზე უფრო სახიფათო და საბედისწერო, ვიდრე გრძნობას აყოლა და არც ერთი მათგანი, თუკი მათ ავყვებით, არ იქნება ასე დამღუპველი სულისა და ხორცისათვის - როგორც ამ ცხოვრებაში, ისევე მარადიულობაში. მთელი მისი კეთილდღეობა მომავალში დამოკიდებული იყო ამ კონკრეტულ მომენტში მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მის თვალებში ცოდვილი ვნების ნაცვლად წმინდა გადაწყვეტილება ენთო, როცა წამოიძახა: „როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?”ქიმ 92.5

    „შენ ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი!” - აი, რა იქნება ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების ლოზუნგი.ქიმ 92.6

    მაგრამ იოსები ქრისტიანი იყო. იგი თანაუგრძნობდა სატუსაღოში მასთან ერთად მყოფებს. ის ხალისიან, კეთილშობილ ქრისტიანად დარჩა. ამ მძიმე ვითარებაში ღმერთი ამზადებდა მას მომავალი საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობისათვის, სასარგებლო შრომისათვის და იოსები გულმოდგინედ ეუფლებოდა ამ გაკვეთილებს, რომლებსაც ღმერთი ასწავლიდა.ქიმ 92.7