Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ყველას შეუძლია შეიცნოს ღმერთი, 20 აგვისტო

    „ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და ქალი იმავე ჟამს განიკურნა” (მათ. 9:22).ქიმ 235.1

    სატანა დამღუპველია, ხოლო უფალი - მკურნალი. უფალს ჯერ არ აღუსრულებია ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურს, როგორც მკურნალს. ჩვენ დახმარებისათვის მივმართავთ ნებისმიერ წყაროებს, მაგრამ არ გვახსენდება ის, რომელმაც გამოაცხადა იოსების გახსნილ სამარხთან: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე”...ქიმ 235.2

    ქრისტე შეხვდა ტანჯულ ქალს, რომელმაც წამლებში და ექიმებში დახარჯა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ქალის მდგომარეობა გაუარესდა; მაგრამ მხოლოდ რწმენით ქრისტესთან შეხებამ მრავალწლიანი სენისგან განკურნა. ეს ტანჯული ქრისტეს უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსელის კალთას, იწამა ის, ვისაც ფარავდა ეს სამოსი და უმალვე განიკურნა. „ვინ შემეხო?” - იკითხა ქრისტემ. პეტრემ განცვიფრებულმა შეხედა და უპასუხა: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?”ქიმ 235.3

    ქრისტემ ისურვა ყველა იქ მყოფთათვის ჩაეტარებინა დაუვიწყარი გაკვეთილი და ეჩვენებინა სხვაობა ჩვეულებრივ შეხებასა და ცოცხალი რწმენით შეხებას შორის. მან თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან”. როდესაც ქალი მიხვდა, რომ ვერ დაიმალებოდა, იგი გამოვიდა წინ, ფეხებში ჩაუვარდა მას და მოუყვა თავისი მწუხარე ისტორია. ქრისტემ ანუგეშა იგი. „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან”.ქიმ 235.4

    რატომ არ მივდივართ ქრისტესთან რწმენით? ბევრი ეხება მას შემთხვევით. ურთიერთობს მასთან როგორც პიროვნებასთან. ბიბლიური ქალი ამით არ შემოიფარგლა, მან ხელი გაიშვირა რწმენით და უმალვე განიკურნა... ჭეშმარიტების მეგობრები პატივს მიაგებენ თავისი რწმენის ავტორსა და შემოქმედს. ქრისტე წარდგება როგორც ექიმი, სულისა და გულის მკურნავი. ღმერთის თანამშრომლები ქრისტესთან ერთად იზიარებენ მის უღელსა და ქრისტეს მთლიანად მისცემენ თავის სულს, სხეულსა და სამშვინველს, დაამყარებენ მასთან სწორ ურთიერთობებს...ქიმ 235.5

    ღმერთთან თანამშრომლობამ უნდა განავითაროს მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ნებისყოფა... ამის შედეგი იქნება შინაგანი სიხარული, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა და ამით ხალხი მიაღწევს იმ ნეტარებას, რომელსაც უფალი იესო მისცემს ყველას, ვინც მას ამ წუთისოფელში ირწმუნებს.ქიმ 235.6