Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გაფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ურთიერთობა ღმერთთან, 15 მარტი

    „რადგან ამოვირჩიე, რომ ამცნოს თავის ძეებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, რომ დაიცვან გზა უფლისა, ქმნან სიმართლე და სამართალი” (დაბ. 18:19).ქიმ 77.1

    იმედი ყველასათვის არის, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით: თუ მივეწებებით ქრისტეს და ყველა ღონეს ვიხმართ მისი ხასიათის სრულყოფილების მისაღწევად. თვალთმაქცური რელიგია არ ანიჭებს სათანადო მნიშვნელობას ცოდვას და შთააგონებს ცოდვილებს, რომ ღმერთი დაიხსნის მათ, მიუხედავად მათი შეგნებული ცოდვებისა. ასე მსჯელობენ ისინი, ვისაც მხოლოდ სიტყვებით სჯერა ჭეშმარიტება დღევანდელი დროისათვის. ჭეშმარიტება არ იჭრება მათ ცხოვრებაში, ამიტომ იგი უძლურია მათი მოქცევისა და დარწმუნებისათვის. აუცილებელია ყოველი ნერვის, ყოველი ძარღვის დაძაბვა, რათა მივატოვოთ წუთისოფელი, მისი ზნეჩვეულებები, ტრადიციები და მოდა...ქიმ 77.2

    ბევრი ადამიანის ცხოვრება მოწმობს, რომ მათ არ გააჩნიათ ღმერთთან ცოცხალი კავშირი. ადამიანები ამქვეყნიურ კალაპოტში ექცევიან. სიწმინდეში მათ არა აქვთ წილი ქრისტესთან. მათ უყვართ გართობა, გააჩნიათ ანგარებითი გეგმები, იმედები და ამბიციები, ისინი ემსახურებიან მტერს, თანაც თავი ისე უჭირავთ, თითქოს ღმერთის სამსახურში იმყოფებიან. ისინი ზედამხედველის ტყვეობაში არიან და თავად ირჩევენ ამ მონობას, თავს საკუთარი სურვილით სატანის მონებად აქცევენ...ქიმ 77.3

    განა შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ არ მოქმედებს ღვთის ხალხში უფლის სული? ჭეშმარიტება პირბადის მიღმა რჩება. ადამიანები უარს ამბობენ ღმერთთან ურთიერთობაზე, რათა მიწიური ნათესავებისა და მეგობრების გული მოიგონ, მათი გულები კი ჭეშმარიტებასთან მუდმივ წინააღმდეგობაში არიან...ქიმ 77.4

    ღმერთმა აკურთხა აბრაამი, რადგან იგი თავის ოჯახში რელიგიას ამკვიდრებდა. ის, ვინც მართალთა საცხოვრისს აკურთხებს, ამბობს: „ვიცი, რასაც უანდერძებს იგი თავის სახლს თავის შემდეგ...” უფალმა იცოდა, რომ აბრაამი თავის მხრივ არ უღალატებს ჭეშმარიტებას...ქიმ 77.5

    მშობლებო, თუკი გსურთ, გქონდეთ ღმერთის კურთხევა, მოიქეცით ისე, როგორც აბრაამი. ამოძირკვეთ ბოროტება და მხარი დაუჭირეთ სიკეთეს. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა აუკრძალოთ ბავშვებს მათი სურვილების შესრულება და აღკვეთოთ მათი ჭირვეულობა. ქრისტიანულ ოჯახში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ბრმა სიყვარულს. არაა საჭირო ბავშვების ჭირვეულობისა და ჟინიანობის მხარის დაჭერა, ეს სწორედ რომ დაუნდობელი დამოკიდებულებაა მათდამი... მოიყვანეთ ბავშვები უფლის სახლში... სატანა აუცილებლად დაეუფლბა მათ, თუკი თქვენ ყურადღებას მოადუნებთ. ნუ შეუწყობთ ხელს ბავშვების ურთიერთობას ურწმუნოებთან. გაეცალეთ მათ, რითაც დაამტკიცებთ, რომ მუდამ უფლის მხარეზე იქნებით.ქიმ 77.6