Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ისე იცხოვრეთ, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია, 5 დეკემბერი

    „ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი... ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა” (მათ. 24:42-44).ქიმ 342.1

    ღმერთს არავისთვის არ მიუნდია იმის გამოცხადება, თითქოს დედამიწის ისტორიის დასასრული გადადებულია ათი ან ოცი წლით. თუნდ ორმოცი ან ასი წელი იყოს, ღმერთი არავის მისცემს ამის ქადაგების უფლებას. მას არ სურს მისცეს ადამიანებს საბაბი გადასდონ მისი მოსვლისთვის მზადება. მას არ სურს ვინმე ზარმაცი მონის მსგავსად ლაპარაკობდეს: „უფალს შეაგვიანდა”, რადგან ეს გარემოება იწვევს დიადი დღისათვის მზადების შესაძლებლობებისა და უპირატესობების უაზრო უგულებელყოფას. ღვთის მორჩილი ყოველი სული ვალდებულია შეასრულოს მისი მსახურება ისე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია...ქიმ 342.2

    დაე, ყოველმა, ვისაც უფალმა უბოძა თავისი სიტყვის ნათელი, იზრუნოს ამ ნათელის სწორად წარმართვისთვის. დაე, ნათლის მფლობელები მოერიდონ ღვთის სამწყსოს გამოკვებას საკვებით, რომელიც არ არის პური არსობისა ჩვენი დროისთვის.ქიმ 342.3

    ილაპარაკეთ ცის ღრუბლებზე მომავალი კაცის ძის გამოჩენაზე დიადი ძალითა და დიდებით. არ გადადოთ ეს დღე. ღმერთს არავისთვის მიუცია უფლება თქვას: „უფალს შეაგვიანდა”. დაე, ყოველმა ადამიანმა თავის თავს ჰკითხოს: იმ დღეს მსაჯულის მარჯვნივ ვიდგები თუ მარცხნივ?..ქიმ 342.4

    ყველას უნდა ესმოდეს თავისი სულიერი მდგომარეობა: ან თანამშრომლობს სიმართლის მტერთან და შეუგნებლად ასრულებს მის სამუშაოს, ან უერთდება ქრისტეს, ასრულებს მის სამუშაოს და ცდილობს განმტკიცდეს ჭეშმარიტებაში.ქიმ 342.5

    სატანა იზეიმებს, თუ შეიძენს რაც შეიძლება მეტ მოკავშირეს, შეასუსტებს მორწმუნეთა ურთიერთნდობას და დათესს უთანხმოებას მათში, ვისაც მხოლოდ სიტყვით სჯერა ჭეშმარიტებისა. სატანას წარმატებით შეუძლია განზრახვის განხორციელება ეგრეთ წოდებული ქრისტეს მეგობრების საშუალებით, რომლებიც არ დადიან და არ იქცევიან ქრისტესავით. ადამიანები, რომლებიც შეგნებულად არიდებენ თავს ღვთის საგანგებო სამუშაოს, არ თანამშრომლობენ მასთან, არ განიმტკიცებენ რწმენას და არ უსმენენ გაფრთხილების სიტყვებს, ასრულებენ ქრისტეს მტრების სამუშაოს...ქიმ 342.6

    ესაა უფლის მზადების დღე. ჩვენ ჭორაობისა და ურწმუნოების თესვის დრო არ გვაქვს, არ გვცალია ეშმაკის სამუშაოსთვის... სანამ ღვთის შვილები წუთისოფელში იქნებიან, წააწყდებიან უბედურებასა და სიცრუეს, რადგან ბევრ ადამიანს სატანური თვისებები ურჩევნია ღვთიურ თვისებებს.ქიმ 342.7