Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე თქვენი გულის კარებზე აკაკუნებსქრისტეს სურს თქვენს გულში შესვლა; შეუშვით იგი, 28 დეკემბერი

    „ვინაიდან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მოიყვანა დიდებამდე, რომ მათი გადარჩენის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით” (ებრ. 2:10). ქიმ 365.1

    ღვთის ხალხში არ უნდა იყოს უთანხმოება, კამათი ან მტრობა. სიმართლის ძალებით უნდა გავერთიანდეთ ბოროტებასთან საბრძოლველად. ღვთის ხალხი მთელი ძალით უნდა დაუპირისპირდეს მტრის ძალებს. ღვთის შვილთა ნება უნდა შეუერთდეს ღვთის ნებას. სატანის შეუპოვარი ბრძოლა სიკეთის ძალებთან და მისი დამქაშებისაგან ღვთის წარმომადგენელთა საშინელი სიძულვილი მოწმობს, რომ სიწმინდის ძალებმა უნდა შეინარჩუნონ ერთიანობა და იმოქმედონ თანხმობით.ქიმ 365.2

    წინ გველის საშინელი ბრძოლა. ვუახლოვდებით ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიადი ბრძოლის დღეს. რაც აქამდე შეკავებული იყო, ახლა აიშვება. Mოწყალების ანგელოზი კეცავს ფრთებს, ემზადება ჩამოვიდეს ოქროს ტახტიდან და წუთისოფელი დაუტოვოს ადამიანის არჩეულ მეფეს, დასაბამიდანვე კაცისმკვლელ და სულთა წამბილწავ სატანას.ქიმ 365.3

    მიწიერი მთავრობანი და ხელმწიფებანი იმყოფებიან ღმერთის წინააღმდეგ სასტიკი ამბოხის მდგომარეობაში. მათ ეჯავრებათ ყველა ღვთისმსახური და ძალიან მალე დაიწყება სიკეთესა და ბოროტებას შორის უკანასკნელი, დიადი ბრძოლა. დედამიწა გახდება ბრძოლის ველი, დასკვნითი ბრძოლისა და საბოლოო გამარჯვების ასპარეზი. ამბოხი სწორედ აქ უნდა ჩაიხშოს, სადაც სატანა ასე დიდხანს უძღვებოდა ადამიანებს ღვთის წინააღმდეგ.ქიმ 365.4

    ქრისტე დედამიწაზე ხორცში მოვიდა, რათა გახდეს ჩვენი ხსნის მთავარი და არ დაგვამარცხოს სატანურმა ძალებმა. როცა მოგვეჩვენება, რომ მტერმა საბოლოოდ გაიმარჯვა სიმართლეზე, მოწყალე და ძლიერი ღმერთი გააცამტვერებს მის ჩანაფიქრს...ქიმ 365.5

    ღვთის ხალხმა უნდა აუწყოს თამამი გადამწყვეტი მოწმობა ჭეშმარიტების დასაცავად, გაამხილოს ღვთის ჩანაფიქრი ზეპირადაც და წერილობითაც... როცა ქრისტეს ვუძღვნით თავს, იგი თავისი სულით გვივსებს სულს. ჩვენ ერთმანეთის ჯიბრის, ვარაუდით მოქმედების და ცრურწმენის დრო არა გვაქვს. უკვე ძალზე გვიანია... ქრისტე დგას კართან.ქიმ 365.6

    საღი მოძღვრება - ეს არის რაღაც არსებითი. ეს არაა ორთქლი, რომელიც სწრაფად ქრება. ღვთის სიტყვის ნათელი უნდა გვინათებდეს გზას. ღმერთი მოუწოდებს თავის ხალხს მასთან მიახლოებას. დაე, არავინ ჩადგეს მასა და მის ხალხს შორის. ქრისტეს სურს თქვენს გულში შემოსვლა. შემოუშვებთ?ქიმ 365.7