Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ზურგს ნუ აქცევთ მოწვევას ხსნის მისაღებად, 13 მარტი

    „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც დრტვინვისას” (ებრ. 3:15).ქიმ 75.1

    ვინ შეძლებს, აღწეროს ის გოდება და დრტვინვა, რომელსაც ადგილი ექნება მაშინ, როცა ჟამისა და მარადისობის ზღვარზე მართალი მსაჯული აღიმაღლებს ხმას და განაცხადებს: „ძალიან გვიანია”. ზეცის ფართო ჭიშკარი დიდხანს იყო გახსნილი და ზეციური მაცნეებიც იწვევდნენ და ემუდარებოდნენ ხალხს: „მსურველმა მიიღოს სიცოცხლის წყალი უსასყიდლოდ”, „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”. მაგრამ ბოლოს და ბოლოს გამოიცემა მანდატი: „უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს”.ქიმ 75.2

    ზეცის ჭიშკარი იხურება, მიწვევა ხსნის მისაღებად აღარ გაისმის. ზეცაში გარკვევით ითქვა: „აღსრულდა”. ეს დრო უკვე შორს აღარაა. გემუდარებით, სერიოზულად იღვაწეთ მარადიულობისათვის, მაგრად ჩასჭიდეთ ხელი იმ იმედს, რომელიც სახარებამ ჩაგინერგათ. შეეცადეთ, ვიწრო კარით შეხვიდეთ, რადგან თუ უბრალოდ გაეშურებით წმინდა ქალაქისაკენ, შიგ ვერ მოხვდებით.ქიმ 75.3

    წუთისოფელი დამძიმებულია წყევლით, მას კი თან ცოდვა სდევს. წუთისოფელი, რომ იტყვიან, ისევეა წალეკილი ცოდვით, ძალადობითა და გარყვნილებით, როგორც ნოეს დღეებში. და, მიუხედავად ამისა, ჩვენი დედამიწის ისტორიის ამ საშინელ პერიოდში ბევრს ძინავს. ადამიანები არაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა ქრისტიანები გახდნენ. საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა და დაუსჯელობის შეგრძნება კვლავაც საფრთხის წინაშე აყენებს ადამიანის მარადიულ კეთილდღეობას. განა ეს სიგიჟე არაა? სატანის მიმდევრები ქების ღირსად თვლიან განსჯის ამგვარ თავისუფლებას, რაც იწვევს გულგრილობას ადრე მიღებული დარიგებებისადმი და გაფიქრებინებთ, რომ საკუთარი გზა იპოვეთ. როდესაც მათ აზრებს ითვალისწინებთ, ცოდვის ცრუ ბუნება გულქვაობისაკენ გიბიძგებთ...ქიმ 75.4

    რა სარგებელს ელით მიწიერი სიამოვნებებისაგან, თუკი მსოფლიო განადგურდება, როგორც სოდომი და გაქრება გომორის მსგავსად? ეს ქალაქები მაგალითად მოყავთ სხვა ცოდვილთათვის, რათა იცოდნენ, რომ მათი დღეც ახლოვდება.ქიმ 75.5

    ძალიან გვიან მიხვდებიან ცოდვილნი, რომ გაყიდეს პირველშობილობის უფლება, გვირგვინი, რომელიც მათი საკუთრება შეიძლება ყოფილიყო, სხვის თავზე იკიაფებს. მემკვიდრეობა, რომელიც შეიძლებოდა მათ მიეღოთ, დაკარგულია. გაფრთხილდით, ნუ ეხუმრებით ცდუნებებს და ნუ იწონებთ თავს თქვენი ძალით. ქრისტე - ესაა ჩვენი მარადიული ძალა; მიენდეთ ღმერთს, ხელი ჩასჭიდეთ მის ძალას და ის გაგამარჯვებინებთ, თავს დაგიმშვენებთ გამარჯვების გვირგვინით.ქიმ 75.6