Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უფრთხილდით მათ, ვინც ღმერთის ბრძანებას ეურჩება, 3 ივნისი

    „იერობყამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად... და დაიშალა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის შეგონებით” (3 მეფ. 13:1, 5).ქიმ 157.1

    როდესაც იერობყამმა (მეფობდა სოლომონის შემდეგ ისრაელის ათ ტომზე) დაინახა, რომ დაიშალა სამსხვერპლო და ნაცარი გაიფანტა მიწაზე, განრისხებულმა დაიყვირა: „შეიპყარით!” „და უმალვე გაუხმა მისკენ მიშვერილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება”. შეწუხებულმა იერობყამმა სთხოვა წინასწარმეტყველს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელის უკან წაღება შევძლო”. „შეევედრა ღვთისკაცი უფალს და შეძლო მეფემ უკან წაეღო ხელი, რომელიც აღუდგა, როგორც ჰქონდა”.ქიმ 157.2

    „და უთხრა მეფემ ღვთისკაცს: სახლში წამომყევი, რამე შეჭამე და საჩუქარსაც მოგცემ. და უთხრა ღვთისკაცმა მეფეს: ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები... რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: ‘პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ შესვამ და ნურც იმ გზით დაბრუნდები, საიდანაც მოხვედი’”.ქიმ 157.3

    წინასწარმეტყველმა უარი თქვა იერობყამის ძღვენის მიღებაზე, მაგრამ ბეთელში მცხოვრები მოხუცი წინასწარმეტყველის ცდუნების მსხვერპლი გახდა... მან უთხრა: „სახლში წამომყევი და ჭამე პური” მაგრამ ღვთისკაცმა იგივე უპასუხა, რაც იერობყამს... მაშინ მოხუცმა წინასწარმეტყველმა იცრუა: „მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ. ანგელოზი მელაპარაკა უფლის ბრძანებით და მითხრა: ‘შენი სახლისკენ გააბრუნე ეს კაცი, პურიც ჭამოს და წყალიც შესვას’”. მან განაცხადა, რომ უფალი ლაპარაკობდა მისი მეშვეობით, რაც სინამდვილეში არ მომხდარა...ქიმ 157.4

    ღვთისკაცმა უშიშრად განაცხადა თავისი სამხილი ცნობა. მან უყოყმანოდ განსაჯა მეფის მიერ დაწესებული ცრუ თაყვანისცემის სისტემა და უარი თქვა იერობყამის მოწვევაზე, თუმცა ის საჩუქარსაც შეპირდა. თუმცა საკმაოდ იოლად დაჰყვა და თავი მოატყუებინა კაცს, რომელმაც უთხრა, თითქოს მას ზეციდან ჰქონდა ცნობა.ქიმ 157.5

    თუკი უფალი უბრძანებს კაცს იმის მსგავსად, როგორც თავის მაცნეს, ამ ბრძანების მოხსნა მხოლოდ თვით ღმერთს შეუძლია. მათ კი, ვინც ყურს არ უგდებს უფლის ხმას, და ისმენს შემხვედრ ბრძანებებს, დიდი საფრთხე და უბედურება დაატყდება თავს. ვინაიდან მაცნემ შეასრულა ცრუ ბრძანება, ღმერთმა მისი სიკვდილი დაუშვა...ქიმ 157.6

    დაშლილი სამსხვერპლო, გამხმარი ხელი, წინასწარმეტყველის ურჩობის საზარელი შედეგები - ყოველივე ამას უნდა ესწავლებინა მეფისათვის ბოროტი გზების მიტოვება და უფლის სამსახურში ჩადგომა. მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ: „ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობყამს ბოროტ გზაზე სიარული”.ქიმ 157.7