Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ვართ თუ არა მზად ქრისტეს დაბრუნებისათვის? , 28 ივლისი

    „იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი” (იოან. 1:10).ქიმ 212.1

    წუთისოფელმა თავისი მხსნელის დედამიწაზე ყოფნას მხოლოდ რამდენიმე წელი გაუძლო. ხალხმა ისურვა მისგან გათავისუფლება თითქმის მისი მისიის დასაწყისშივე... კითხვა, რომელსაც ყველამ უნდა გასცეს პასუხი, ასეა დასმული: მზად ვარ თუ არა უფლის ძის მოსვლისათვის? თუკი მხსნელი მიიღეთ ცოცხალი რწმენით, თუკი მოინანიეთ თქვენი ცოდვები, ღმერთი მიგიღებთ, ხოლო როცა ქრისტე მოვა, მას დამშვიდებული გულით შეხვდებით...ქიმ 212.2

    დავაკვირდეთ ხსნის გეგმის განსახორციელებლად გადადგმულ უფლის ძის ყოველ ნაბიჯს. მან დატოვა სამეფო ტახტი, გაიხადა მეფური სამოსელი, თავისი ღვთიურობა ადამიანური ბუნებით შემოსა და დათანხმდა, წუთისოფელში მოსულიყო. ჩვენი წუთისოფელი ბრძოლის ველად უნდა ქცეულიყო, სადაც ქრისტესა და სატანას შორის ორთაბრძოლა უნდა გამართულიყო. გადასაწყვეტი იყო შემდეგი პრობლემა: როგორ შეუძლია ღმერთს, ერთი მხრივ, იყოს მართალი და თავისი კანონის ერთგული, ხოლო, მეორე მხრივ, ცოდვილთა გამმართლებელი? ამ დილემის გადაწყვეტა მხოლოდ უფლის ძის მსხვერპლის ფასადაა შესაძლებელი...ქიმ 212.3

    ზეციური ანგელოზებისათვის ძნელი იყო უარი ეთქვათ სატანისადმი ერთგულებაზე. იგი ამტკიცებდა, თითქოს უფლის კანონი ცის მკვიდრთა ინტერესებს ეწინააღმდეგება. ომი და პოლემიკა ქრისტესა და სატანას შორის ზეცაში დაიწყო და დედამიწაზე გაგრძელდა დღევანდლამდე. ქრისტესა და სატანას შორის ბრძოლას მხოლოდ ზეციური არსებები კი არა, არამედ ღმერთის მიერ შექმნილი მთელი სამყარო აკვირდებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ წარმოიქმნება ძალაუფლება, რომელიც დროთა და კანონთა შეცვლაზე აცხადებს თავის უფლებას. ეს ურჯულოების კაცია. მაგრამ გააჩნია კი მას უფლება შეცვალოს დრო და კანონი? არა, რადგან უფლის კანონი დაიწერა ქვის ფიქალებზე, თვით ღმერთის ხელით ამოიტვიფრა და მოთავსებულია ზეცაში ღვთის ტაძარში. ეს დიადი ზნეობრივი საზომი იქნება ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვით განისჯება ყოველი დედამიწის მცხოვრები: როგორც მკვდარი, ისე ცოცხალი...ქიმ 212.4

    ქრისტე ცდუნების უდაბნოში განმარტოვდა, რათა უმძიმესი ცდუნებისათვის გაეძლო. ის ყველაფერში გამოიცადა ადამის მსგავსად და გაიარა იგივე ტერიტორია, სადაც წაიბორძიკა ადამმა და დაეცა... ახლა ქრისტეს ადამის ადგილი უნდა დაეკავებინა, ეტვირთა კაცთა უძლურება და გაემარჯვებინა ადამიანთა მოდგმის სახელით იქ, სადაც ადამი დაეცა. და ქრისტემ ყოველგვარ გამოცდას გაუძლო, იგი წინ აღუდგა მადით ცდუნებას, მტერი აცდუნებდა თვითდაჯერებულობით და ქრისტემ აქაც გაიმარჯვა... წუთისოფლის მხსნელმა დაამარცხა მტერი და ყველა ცალკეულ შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.ქიმ 212.5