Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „როდემდე დაარღვევთ ჩემს მცნებებს?”, 12 აპრილი

    „მეექვსე დღეს, როცა მოამზადებენ მოტანილს, იმაზე მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად ამზადებენ” (გამ. 16:5).ქიმ 105.1

    უფალმა დაუშვა, რომ ისრაელიანნი ეგვიპტის მონობაში მოხვედრილიყვნენ, ვინაიდან ებრაელები მისი გზებით კი არ დადიოდნენ, არამედ ბილწავდნენ მის სახელს თავისი მუდმივი ურჯულოებით. დამონებულნი და დაჩაგრულნი, ისინი ვერ იცავდნენ უფლის შაბათს და კერპთაყვანისმცემელთა შორის ხანგრძლივმა ცხოვრებამ შეასუსტა მათი რწმენა. მათი გონება არეული იყო, ხოლო მათი რწმენა ირყვნებოდა. უღმერთოებთან და ურწმუნოებთან ურთიერთობა იგივე გავლენას მოახდენს მათზეც, ვისაც აწმყო დროის ჭეშმარიტება სწამს, თუკი ისინი მუდმივად არ იხილავენ თვალწინ უფალს, რათა მისი სული იყოს მათი ფარი და გუშაგი...ქიმ 105.2

    ფარაონი ხედავდა ღმერთის სულის დიად საქმეებს; ის ხედავდა უფლის სასწაულებს, რომლებსაც იგი ახდენდა თავისი მორჩილის მეშვეობით. მეამბოხე მეფე ამაყად ამბობს: „ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი? მე არ ვიცნობ უფალს და ისრაელსაც არ გავუშვებ”. და როდესაც მას თავს დაატყდა ღვთის სულ უფრო და უფრო მძიმე სამსჯავრო, კვლავ ჯიუტად აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას. ზეციური ნათელის უარყოფით, ფარაონი სასტიკი და უგრძნობელი ხდებოდა... ისინი, რომლებიც საკუთარ იდეებს უპირისპირებენ ღმერთის ნათლად გამოხატულ ნებას, ფარაონთან ერთად ამბობენ: „ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა?” ნათელის ყოველი უარყოფა ასასტიკებს გულს და აბნელებს გონებას, რის შედეგადაც ადამიანებისათვის სულ უფრო რთული ხდება სიმართლისა და სიცრუის გარჩევა ერთმანეთისაგან და ისინი უდიერად ეწინააღმდეგებიან უფლის ნებას.ქიმ 105.3

    უფალმა გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტიდან, რათა იუდეველთ მისი შაბათის დაცვა შეძლებოდათ და მისცა მათ განსაკუთრებული მითითებები მისი შესრულების თაობაზე. მოსესათვის მიცემული დარიგება დაიწერა იმათ საკეთილდღეოდ, ვინც იცხოვრებს დედამიწაზე ჟამის დასასრულს. თუკი ღმერთი ამბობს, ყური უნდა ვუგდოთ მის სიტყვებს და მორჩილება გამოვიჩინოთ.ქიმ 105.4

    ზეცით მოვლენილი მანანა ასევე ადამიანთა უფლის კანონისადმი დამოკიდებულების გამოცდა იყო. უფალმა უთხრა ისრაელის შვილებს: „აჰა, მე ვაწვიმებ თქვენთვის პურს ზეციდან. და გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი რჯულით”...ქიმ 105.5

    მიუხედავად ღმერთის ამ კონკრეტული მითითებისა, ებრაელთა ნაწილი მეშვიდე დღეს გამოვიდა მანანას შესაგროვებლად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა უარობდეთ ჩემი მცნებებისა და ჩემი რჯულდებების დაცვას?” აღარავინ რომ არ შემცდარიყო ამ საკითხთან დაკავშირებით, მამა და ძე დაეშვნენ სინაის მთაზე და იქ ყველას გასაგონად, მოწიწებითა და დიდებულებით გამოაცხადეს უფლის კანონის მითითებები.ქიმ 105.6