Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ხალხს ვასწავლოთ წერილების კვლევა, 21 ნოემბერი

    „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ” (იოან. 5:39).ქიმ 328.1

    დღევანდელობა ღვთის ხალხს დიდ საშიშროებას უქადის. ღმერთი უძღვება ხალხს და არა სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ სხვადასხვა ადამიანებს... გაფრთხილდით, არ გამოგრჩეთ ქრისტეს დარიგებები. მას უნდა ვუსმინოთ, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ მასში. კიდევ ერთხელ გეუბნებით: გაფრთხილდით, არ გამოტოვოთ საყურადღებო დარიგებები, „ყველაფერი გამოსცადეთ” და ყურადღებით გამოიკვლიეთ, „ნუ ენდობით ყოველ სულს”... ამას გვირჩევს ღმერთი. მივიღოთ თუ არა?ქიმ 328.2

    ადამიანმა შეიძლება გაიგოს და მიიღოს ჭეშმარიტება, მაგრამ არაფერი იცოდეს ღვთისმოსაობისა და ჭეშმარიტი პრაქტიკული რელიგიის შესახებ. ადამიანმა შეიძლება სხვას განუმარტოს ხსნის გზა და თვით აღმოჩნდეს განდევნილი. ერთმა კაცმა, რომელიც უკეთურად იქცეოდა, მკითხა: „თუ ასეა, მაშინ ჩემი გავლენის წყალობით რად ეზიარებიან ჭეშმარიტებას?” მე ვუპასუხე: „ქრისტე გამუდმებით იზიდავს ადამიანებს და თავისი ნათლით უნათებს გზას. ხსნის მაძიებელი ვერ წაიკითხავს თავისი მასწავლებლის ხასიათს. თუ ადამიანი გულწრფელია და უახლოვდება ღმერთს, თუ სწამს მისი და ინანიებს ცოდვებს, მაშინ მიღებულ იქნება”...ქიმ 328.3

    რეფორმატორების პერიოდში ზოგიერთს ეშინოდა, რომ ცდომილებაში მყოფი ადამიანები ცუდ გავლენას მოახდენდნენ ეკლესიაზე, ამიტომ ხელმძღვანელები განსაკუთრებით ცდილობდნენ რკინისებური წესების შემუშავებას, რომლებიც უბრალო ხალხს უკრძალავდა წერილების დამოუკიდებლად კითხვას და განმარტებას. ეკლესიამ დაიწყო სხვაგვარად მოაზროვნეთა ჩაგვრა...ქიმ 328.4

    არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ იმ აზრის გაბატონება, რომ მხოლოდ ცალკეულმა, განსაკუთრებით უპირატესმა ადამიანებმა იციან წერილები და სხვებმა უნდა მიმართონ ამ რამდენიმე პოპულარულ მოღვაწეს როგორც ჭეშმარიტი აღმსარებლობის ავტორიტეტულ წყაროს. ხალხს უნდა ვასწავლოთ წერილების დამოუკიდებლად კვლევა, დამოუკიდებელი აზროვნება, რათა ბიბლია გახდეს მათი ერთადერთი გზამკვლევი და რწმენის საზომი. მწვალებლობა შეიძლება თავხედურად აღიმართოს მთელი სიმახინჯითა და შეურაცხყოს ჭეშმარიტება დამახინჯებული იდეებით, მცდარი განმარტებებითა და წერილების მცდარი გამოყენებით, მაგრამ რეფორმატორებს არა აქვთ რელიგიური თავისუფლების ჩახშობის უფლება.ქიმ 328.5

    ეკლესიას უნდა ახსოვდეს, რომ იგი ვერ მიაწერს შეცდომისაკენ მიდრეკილ ადამიანებს ერთიანი, ცოცხალი ღმერთის უნაკლო სიბრძნეს... ჩვენი სურვილია, ყველა სულს ჰქონდეს წმინდა სახარება და გრძნობდეს წერილების დამოუკიდებელი კვლევის აუცილებლობას, რათა გაიგონოს მარადიულის ხმა და თავი დაუკავშიროს უსაზღვრო სიყვარულის დიად გულს.ქიმ 328.6