Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე მუდამ ჩვენთანაა, 17 ივლისი

    „როცა ვუყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი - საუკუნო” (2 კორ. 4:18).ქიმ 201.1

    ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მარხულობდა იგი (ქრისტე) უდაბნოში, სადაც სატანა მივიდა მასთან უდიდესი ძალით და იმის იმედით, რომ დასუსტებულ მდგომარეობაში მყოფს დაამარცხებდა. ცდუნებები, რომლებითაც მაშინ ქრისტე გამოიცადა, ყოველნაირად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე თავის დროზე ადამისა, მაგრამ იოტისოდენადაც არ შერყეულა მხსნელის ერთგულება ღმერთისადმი...ქიმ 201.2

    შეიძლება გეჩვენებათ, რომ მარტო ხართ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან ქრისტე თქვენთანაა და თქვენ მის კურთხეულ საზოგადოებაში იმყოფებით. გარდა ამისა თქვენამდე საუკუნეების შემდეგ მოაღწია წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სიტყვებმა, სადაც მოგიწოდებენ, განმტკიცდეთ რწმენაში. ბევრმა ამ წმინდა ადამიანს შორის სიცოცხლე გაწირა ღმერთისადმი ერთგულებისათვის. თუ ჭეშმარიტებისათვის იტანჯებით, გახსოვდეთ, ასევე იტანჯებოდნენ თქვენი წინამორბედნი. რამდენ გამოცდას და მწუხარებას გაუძლო პავლე მოციქულმა! და მაინც ის ამბობს, რომ „ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის”...ქიმ 201.3

    როდესაც ცხოვრების გზაზე სიძნელეებს წააწყდებით, ისინი კი არ დააყოვნებენ მოსვლას, გახსოვდეთ, რომ თქვენს გვერდით ქრისტე იმყოფება, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. Qრისტიანული ბრძოლა ნაწილობრივ გამოცდის მედგრად გადატანაში მდგომარეობს და ამ ბრძოლის შედეგით მთელი ზეცაა დაინტერესებული. ქრისტემ იცის, როგორი ცდუნებები გველოდება გზაზე. უფალმა იცის, რომ როცა კაცი ჭეშმარიტებას აღიარებს, მას მოუწევს ჯვრის მხრებით ტარება და ღმერთიც მზადაა აუცილებელი დახმარების გასაწევად.ქიმ 201.4

    დაე, ანათებდეს თქვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტების ნათელი. იკითხავთ, როგორ შევძლებ გავუნათო ირგვლივ მყოფთ? თუკი ჭეშმარიტების აღიარებამდე გაღიზიანებული იყავით და ბუზღუნებდით, ახლა თქვენი ცხოვრებით აჩვენეთ, რომ ჭეშმარიტებამ განწმინდა თქვენი გული და ხასიათი, თქვენ აღარ ჩივით და ბრაზობთ. მუდამ ხალისიანი რჩებით. ამგვარად შეძლებთ წუთისოფელს ქრისტე გამოუცხადოთ...ქიმ 201.5

    შესაძლოა, იმ მომენტში, როცა ლოცულობთ დახმარების შესახებ, არ განიცდით სასურველ სიხარულსა და კურთხევას. Mაგრამ თუ გწამთ, რომ ქრისტე შეისმენს თქვენს თხოვნას და მოგცემთ პასუხს, თქვენს გულში გამეფდება მშვიდობა.ქიმ 201.6