Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენ ვიმყოფებით აღთქმული მიწის მისადგომებთან, 29 დეკემბერი

    „და ცუდი ხმები დაყარეს ისრაელის ძეთა შორის იმ ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს, და თქვეს: ქვეყანა, რომელიც დასაზვერად მოვიარეთ, არის ქვეყანა, რომელიც ჭამს მასზე მცხოვრებთ” (რიცხ. 13:33).ქიმ 366.1

    თუ სამუშაო ძალიან გაძნელდა, მაშასადამე, დამდგარა დრო, როცა გამოიცდება თითოეული მსახურის სულიერი ძალა და სიბრძნე... როცა ღვთის საქმის რომელიმე დარგში სიძნელეები წარმოიშვება, ისინი კი აუცილებლად წარმოიშვება, რადგან მებრძოლი ეკლესია - ეს ჯერ კიდევ არ არის გამარჯვებული ეკლესია, მთელი ზეცა უყურებს მათ ქცევას, ვისაც წმინდა მოვალეობები აკისრია. ზოგი წაიბორძიკებს, ზოგი მაცდურ სულებს დაუგდებს ყურს, ზოგი ნათლის ნაცვლად ბნელს აირჩევს, რადგან ღმერთის ერთგულნი არ არიან. თავისი უფლის მსგავსად, ქრისტეში მყოფნი არ დაეცემიან და არ დაღონდებიან...ქიმ 366.2

    ახლა, როცა აღთქმული მიწის მისადგომებთან ვიმყოფებით, არავინ არ გაიმეოროს მოღალატე მსტოვართა ცოდვა. ისრაელის მსტოვრებმა აღიარეს, რომ მათ მიერ ნანახი მიწა კარგია, მაგრამ დაუმატეს, რომ ამ მიწაზე სახლობენ გოლიათნი, ხოლო ისრაელიანები მათ თვალში, აგრეთვე საკუთარ თვალშიც, კალიებივით არიან. მსტოვრებმა გააზვიადეს სიძნელეები და გადაულახავ წინააღმდეგობად აქციეს. მათ ისე წარმოაჩინეს, თითქოს ქანაანის მიწის დაპყრობაზე ოცნებაც კი სისულელე, ზედმეტი თავდაჯერებულობა და უაზრობაა... მაგრამ ქალები ამშვიდებს ხალხს მოსეს წინაშე და ამბობს: „ასვლით ავიდეთ და დავიმკვიდროთ იგი, რადგან ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა”.ქიმ 366.3

    ეს იყო რწმენის სიტყვები, მაგრამ ძნელი შეიქნა იმედგაცრუებული მსტოვრების შეჩერება, რათა არ შეეშალათ ხალხისთვის წინსვლა ღვთის სიტყვის აღსასრულებლად... მათ გააზვიადეს სიძნელეები და ამის გამო ხალხი აიტანა იმედგაცრუებამ და შიშმა...ქიმ 366.4

    საყოველთაო გოდების, უკმაყოფილებისა და გაღიზიანების მიუხედავად იესო ნავეს ძე და ქალები ეუბნებოდნენ შეკრებილთ: „ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ეს ქვეყანა ფრიად, ფრიად კარგია”. მაგრამ ხალხს უარესის დაჯერება ერჩივნა და როცა ბრბოში კვლავ გაისმა ქალებ იაფუნის ძის მჭექარე ხმა, ხალხმა აიღო ქვები, რათა ჩაექოლა ჭეშმარიტი მოწმობის მაუწყებელნი...ქიმ 366.5

    სანამ ხალხი ყოყმანობდა და მშიშარა მსტოვრებს უგდებდა ყურს, ისრაელმა ხელიდან გაუშვა ბრწყინვალე შესაძლებლობა... შეუძლია თუ არა ღვთის ხალხს ამ უკანასკნელ ჟამს, ზეციურ ქანაანში შესვლის წინ, ზიდოს ძველი ისრაელის სულისკვეთება? ყოყმანის, კრიტიკისა და ჩივილის წარმომთქმელ ხალხს შეუძლია დათესოს ურწმუნოება და უნდობლობა, რასაც უხვი მოსავლს მოტანა შეუძლია. ისრაელის ისტორია დაიწერა ჩვენთვის, ბოლო საუკუნეებში მცხოვრებთათვის ჭკუის სასწავლებლად.ქიმ 366.6