Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    შეთის მოდგმას არ სურს ღმერთის გეგმის მიხედვით ცხოვრება, 2 თებერვალი

    „და შეთსაც შეეძინა ძე, და უწოდა მას სახელად ენოში. და მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა” (დაბ. 4:26).ქიმ 35.1

    ხანოქის ზეცაზე გადანაცვლების შემდეგ, ღმერთის მსახურების წინააღმდეგ განწყობილ ადამიანთა შვილებმა თავის მხარეზე ღვთის შვილთა გადაბირება დაიწყეს. ამ ეპოქაში, ნებისმიერი სხვა ეპოქის მსგავსად, ქვეყანაზე ადამიანთა ორი კატეგორია ბინადრობდა. ღმერთის თაყვანისმცემელნი თავს ღვთის შვილებს უწოდებდნენ. შეთის შთამომავლებმა მთებს მიაშურეს და იქ დაიდეს ბინა, რათა კაენის მოდგმას მოცილებოდნენ. მთის სავანეებში ცხოვრებით ისინი ცდილობდნენ კაენის შთამომავალთა უწმინდურებისა და კერპთაყვანისმცემლობის ბატონობისაგან თავის დაცვას. მაგრამ ძლიერ დააკლდათ ხანოქის დარიგება და გავლენა, რამაც კაენიტებთან მათი გაერთიანება გამოიწვია.ქიმ 35.2

    მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: წუთისოფელში ყოველთვის არის ადამიანთა ორი ჯგუფი: ღმერთის ერთგული გუშაგები და ღმერთის მოწინააღმდეგენი. უფალი სცდის და ამოწმებს დედამიწის ყოველ მკვიდრს. ქვეყანაზე აუცილებლად არიან ღმერთის ერთგული მოწმენი - ღმერთის სიმართლის წარმომადგენელნი, ისევე, როგორც ღმერთს დაპირისპირებული ადამიანები, ანუ სატანური მმართველობის წარმომადგენლები. და თითოეულის უპირატესობას არჩევნის უფლება წარმოადგენს, ე. ი. ყველას შეუძლია აირჩიოს, ვის მხარეზე სურს ყოფნა...ქიმ 35.3

    შეთის შთამომავალთ შეეძლოთ ღმერთის წინაშე თავისი უმწიკვლოების შენარჩუნება და ნოეს ეპოქის ადამიანებზე მოეხდინათ მათი გადარჩენისათვის სასიკეთო გავლენა, მაგრამ ამის ნაცვლად მათ შეიწოვეს ის საყოველთაო ხრწნადი ზნეობრივი პრინციპები, რომლებიც გაბატონებულიყო დაბლობებში.ქიმ 35.4

    კაენის თაყვანისმცემლებს სძულდათ ყოველივე, რაც მსხვერპლშეწირვასთან იყო დაკავშირებული და უფლის კრავის სიმბოლოს წარმოადგენდა, რომელსაც თავის თავზე წუთისოფლის ცოდვები უნდა აეღო. აქ ნათლადაა წარმოდგენილი იმ გახრწნილი საუკუნის მაცხოვრებელთა ორი ჯგუფი. იმ დროს არ არსებობდა სრული გახრწნა, ისევე როგორც არ არსებობდა ღმერთის სრული ერთგულება...ქიმ 35.5

    კაენის მიმდევარნი უფლის კანონს მიწასთან ასწორებდნენ, იყვნენ რა კერპთაყვანისმცემელნი, შემოქმედის ნაცვლად ემსახურებოდნენ ქმნილებას. შეთის შთამომავალნი ცოცხალი ღმერთის ხელმწიფებასა და მმართველობას აღიარებდნენ, სამყაროს მართვაზე მის უფლებას. ღმერთმა დიდხანს ითმინა ამ ხანგრძლივად მცხოვრებთა ურჯულოება და გარყვნილება. მაგრამ დადგა ჟამი, როცა ის იძულებული გახდა, გამოეცხადებინა, რომ ვეღარ მოითმენდა ამას. მან ანგელოზები გაუგზავნა ნოეს, რათა ეცნობებინა თავისი განზრახვის შესახებ ძველი წუთისოფლის ბინადრებთან დაკავშირებით. მართალმა ნოემ გამოუცხადა წარღვნამდელ მოსახლეობას, რომ ას ოცი წლის შემდეგ დასრულდება მათი გამოსაცდელი ვადა.ქიმ 35.6