Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ცდუნების ყოველი დაძლევა - ეს ძვირფასი გამარჯვებაა ,10 ივლისი

    „ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით! შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!” (ფსალმ. 127: 1, 2).ქიმ 194.1

    შენ უნდა უჩვენო ქვეყანას, რომ განზრახული გაქვს სამოთხის მოქალაქეობა. დაე, ნუ წარმოთქვამს შენი ბაგეები ფუქსავატ, უღირს ფრაზებს! იმას, რასაც შენ ამბობ წუთისოფელში, ძალზე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება, თუკი ისინი ემთხვევა იმას, რასაც ეკლესიაში ლაპარაკობ. შენი განწყობა, სიტყვები, სულისკვეთება მუდამ ახდენს ზემოქმედებას მათზე, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს...ქიმ 194.2

    სატანა ყველას სთავაზობს ამ ქვეყნის სამეფოებს მისი ნების შესრულების სანაცვლოდ. ამაში იყო ის დიდი საცდური, რომელიც ქრისტეს შესთავაზა ცდუნების უდაბნოში. დღესაც ეუბნება ქრისტეს მიმდევართ: თუ თქვენ ბიზნესის მართვის ჩემეულ მეთოდებს გამოიყენებთ, დაგაჯილდოებთ სიმდიდრით. ყველა ქრისტიანი გამოცდას გადის და სწორედ მაშინ ვლინდება მისი ხასიათის სისუსტეები. თუ ცდუნებას წინააღმდეგობას გაუწევს, დიდ გამარჯვებას მიაღწევს... როცა სატანა უკანასკნელად შეეცადა ქრისტეს დაძლევას, იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’” აქამდე მხსნელი ცდუნების საპასუხოდ ჭეშმარიტების პრინციპების მტკიცებებით პასუხობდა, მაგრამ ახლა უბრძანა, რომ მოშორებოდა მას და სატანამაც დატოვა, დამარცხდა იქ, სადაც დიდ გამარჯვებას ელოდა...ქიმ 194.3

    ის, ვინც წარმატება სატანის ნებისადმი დამორჩილების ფასად შეიძინა, მალე აღმოაჩენს, რომ წამგებიანი გარიგება გააკეთა. სატანასთან ვაჭრობაში ყველაფერი ძალზე მაღალ ფასად იყიდება. მის მიერ შემოთავაზებული უპირატესობანი - ეს საშინელი, მაცდური მირაჟია. ნაირფერი იმედები და დაპირებები, რომლებსაც იგი ჩვენ გვთავაზობს, შეიძლება აღსრულდეს ყოველივე კეთილის, სპეტაკის და წმინდის დაკარგვით. დაე, შერცხვენილ იქნას სატანა სამარადისოდ სიტყვებით: „დაწერილია”...ქიმ 194.4

    მე ამ სიტყვებით მივმართავ ღმერთის ყველა მოყვარულს და ყველა ღვთისმოშიშ ადამიანს. მათ, ვინც მზადაა მართალი საქმის საკეთებლად, ვერ გაიტაცებს მტრის სატყუარა და ცდუნებები. ღვთის ანგელოზები გვერდით არიან მათ დასახმარებლად. თავის საქციელში ისინი იხელმძღვანელებენ სიმართლისა და სამართლიანობის ამაღლებული გრძნობებით. ისინი შეძლებენ განასხვაონ სიმართლე უსამართლობისაგან და ამაღლებული ჭეშმარიტება შეცდომისაგან. ცათა სასუფეველში მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც ზნეობრივ მოვალეობათა შესრულების მაღალ დონეს მიაღწია, ვისაც არ უცდია ჭეშმარიტების დაფარვა ან სიცრუის თქმა, ვინც აღამაღლებდა უფალს და იცავდა მის სიტყვას, ვინც არ გააყალბა პრინციპები მაცდურის ხრიკების სასარგებლოდ.ქიმ 194.5