Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    აბრაამის რწმენის გამოცდა, 5 მარტი

    „და გაქცევ დიდ ერად, და გაკურთხებ, და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული” (დაბ. 12:2).ქიმ 67.1

    ხუმრობა როდი იყო აბრაამისათვის გაეძლო მკაცრი გამოცდისათვის: დაეტოვებინა საკუთარი სახლი და ნაცნობები და გამგზავრებულიყო უცხო მიწაზე დასასახლებლად. როდესაც მივიდა იმ მიწაზე, აღმოჩნდა, რომ იქ ქანაანელნი სახლობდნენ და მას მოუწევდა მათი კერპთაყვანისმცემლობისაგან თავის დაცვა.ქიმ 67.2

    ეს იყო აბრაამის რწმენის მკაცრი გამოცდა. მას არ დარჩა მამული, რომელზეც მას საკუთრების პრეტენზია შეიძლება ჰქონოდა. მაგრამ ზეციერმა მამამ გაფანტა მისი შეცბუნება, უქადაგა სახარება და უჩვენა ის მამული, რომელსაც მიიღებდა მარადიულ მფლობელობაში.ქიმ 67.3

    აბრაამი იცვლიდა საცხოვრებელ ადგილებს, რათა ოჯახი გამოეკვება, ხოლო ოჯახი კი საკმაოდ მრავალრიცხოვანი გაუხდა. მას ოთხასამდე გაწვრთნილი მსახური ჰყავდა. ყველა იმ ადგილის ახლოს, სადაც კარავს შლიდა, სამსხვერპლოებს აგებდა; ამგვარად სცემდა თაყვანს იგი ღმერთს ყველგან, სადაც მომთაბარეობდა. ასეთი ხერხით ასწავლიდა აბრაამი თავის ოჯახს ღმერთის სიყვარულს და ღვთისმოშიშობას...ქიმ 67.4

    ღმერთის ყველა მიმდევარმა, საითაც არ უნდა გაემართონ, თან უნდა ატარონ თავისი რელიგიის ჭეშმარიტი პრინციპები. თუკი იქ, სადაც ისინი გაემგზავრნენ, გაბატონებულია ცოდვა, დავიწყებულია ღმერთი და ფესვგადგმულია კერპთაყვანისმცემლობა, სწორედ რომ დროული იქნება წარმართთათვის ჭეშმარიტების გამოცხადება.ქიმ 67.5

    კომფორტულ პირობებში დასახლებისას, სადაც ყველაფერი იოლად მიიღწევა, ჩვენ არ ვგრძნობთ ყოველ წუთს ღმერთზე დაყრდნობის დიდ საჭიროებას. თავისი შორსმჭვრეტელობით ღმერთს მივყავართ ისეთ ადგილებში, სადაც ვაცნობიერებთ მისი დახმარებისა და მფარველობის აუცილებლობას...ქიმ 67.6

    ამჟამად ღმერთს პოლემიკა აქვს საკუთარ ხალხთან და მას სურს, რომ თითოეული ჩვენგანი მის მოთხოვნათა მორჩილი იყოს. როცა ნათელია ჩვენი ვალი, არავის არ უნდა გაუჩნდეს კითხვა: „იქნება თუ არა ეს ჩემთვის მოსახერხებელი?” ან „იქნება თუ არა ეს ჩემთვის სასიამოვნო?” რადგან ასე ამბობს ღმერთი, ეს უკვე საკმარისია. უნდა ავიღოთ ბიბლია, გამოვიკვლიოთ იგი და შევიცნოთ, რა არის უფლის ნება ჩვენს მიმართ, შემდეგ კი რწმენითა და შემართებით შევასრულოთ იგი, როგორც ამას აბრაამი აკეთებდა.ქიმ 67.7

    ახლა თქვენ გესმით, რომ აბრაამის პირველი გამოცდა ძალზე სერიოზული იყო. მას უნდა მიეტოვებინა ყველაფერი და უცნობ მხარეში წასულიყო... გარკვეული დროით აბრაამი არასახარბიელო გარემოებებში ხვდებოდა, რაც ასევე კარგ შემოწმებას წარმოადგენდა და ღმერთი ამითაც ცდიდა მას... როდესაც ღმერთმა აბრაამს უკვდავი ცხოვრების და განწმენდილი მიწის, რომელიც მისი სახლი უნდა გამხდარიყო, ხილვა მისცა, ამან სრულებით დააკმაყოფილა იგი.ქიმ 67.8