Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესო გვიძღვნის საუკუნო სიცოცხლეს, 31 აგვისტო

    „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს” (იოან. 17:3).ქიმ 246.1

    უფალმა იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, როცა მათთან იყო: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ”. მას შეეძლო ისეთი სიღრმეების გახსნა, რომელიც მოწაფეთა ყურადღებას მიიპყრობდა. შედეგად, მათ შეეძლოთ მისი სხვა დარიგებანი ყურადღების გარეშე დაეტოვებინათ, მათზე კი, მისი ჩანაფიქრით, ისინი აუცილებლად ძალზე სერიოზულად უნდა დაფიქრებულიყვნენ. მაგრამ ის მათგან მალავდა იმას, რასაც შეეძლო მათი შეძრწუნება, ნაკლის ძებნის საბაბის მიცემა, გაუგებრობის და უკმაყოფილების გამოწვევა. მას არ სურდა მცირედმორწმუნეთათვის მისტიფიცირების და ჭეშმარიტების დამახინჯების საბაბი მიეცა და ამით მორწმუნეთა რიგებში განხეთქილება შეეტანა.ქიმ 246.2

    იესოს შეეძლო იმ საიდუმლოთა თხრობა, რომლებიც ჟამის დასასრულამდე მომავალ თაობებს ფიქრისა და კვლევისათვის საბაბს მისცემდა. იყო რა თავად ყოველი ჭეშმარიტი ცოდნის წყარო, მას შეეძლო ადამიანები უდიდეს საიდუმლოებათა სამყაროში გადაეყვანა და ეს დიდი ხნით მიიპყრობდა მათ ყურადღებას იმდენად, რომ მათ დაეკარგებოდათ ყოველგვარი სურვილი იმისა, რომ ეჭამათ უფლის ძის ხორცი და დაელიათ სისხლი.ქიმ 246.3

    იესომ კარგად იცოდა, რომ სატანა ყოველთვის ცდილობდა ადამიანებში ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას და მათი გონების ვარაუდებით მოცდენას. ასეთი გზით მზაკვარი ცდილობდა დაეჩრდილა ის დიდებული და მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელიც იესოს სურდა, მათი ფიქრის მუდმივ თემად ექცია: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს”.ქიმ 246.4

    ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია სიტყვებში, რომელიც ქრისტემ წარმოთქვა, როცა ხუთი ათასი კაცი დააპურა: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს”. ამ სიტყვებს მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობა როდი ჰქონდა დარჩენილი პურის ნამცეცების შესაგროვებლად, არამედ ბევრად უფრო მეტი. იესოს სურდა ეთქვა, რომ მოწაფეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მის სიტყვებს, გამოიკვლიონ წერილი და დააფასონ თითოეული მისი სიტყვა. იმის ნაცვლად, რომ გამოიკვლიონ და შეიმეცნონ ის, რაც ღმერთს მათთვის არ გამოუცხადებია, მათ გულმოდგინედ უნდა შეაგროვონ ის, რაც მან მისცა მათ.ქიმ 246.5

    სატანა შეეცადა ადამიანთა გონებაში ღმერთის ცოდნა დაეჩრდილა და მათი გულიდან ამოეძირკვა ღმერთის თვისებები... ღმერთის გამოცხადება დამახინჯებულად განიმარტებოდა, გამოიყენებოდა არადანიშნულებისამებრ და ხდებოდა მისი სატანის სიცრუესთან შერევა. სატანა მონდომებით ახდენდა წმინდა წერილის ციტირებას, მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რომ მოეტყუებინა. სწორედ ამგვარად შეეცადა იგი ქრისტეს მოტყუებას და სწორედ ამგვარი ხერხით ცდილობს ჩვენს თანამედროვეთა ცდუნებას... ქრისტე მოვიდა დაკარგული ჭეშმარიტებების დასაბრუნებლად. ის აღადგენდა, იმეორებდა და ამტკიცებდა მათ... რათა სამარადისოდ მყარად მდგარიყვნენ.ქიმ 246.6