Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სტეფანე, პირველი წამებული ქრისტიანი, 27 ოქტომბერი

    „მაგრამ მათ ხმამაღლა ყვირილი მორთეს, ყურები დაიცვეს და ერთსულოვნად დაეძგერნენ მას. და გაათრიეს ქალაქგარეთ და ჩაქოლეს” (საქმე. 7:57, 58).ქიმ 303.1

    სტეფანე იყო პირველი წამებული ქრისტიანი... ღვთის მტრებს ამოძრავებდა სიძულვილი და წინააღმდეგობის სული. სატანა შთააგონებდა ჭეშმარიტებასთან შებრძოლებას. სტეფანეს მოუწია კამათი ყველაზე დახელოვნებულ, ცბიერ მოკამათეებთან, რომლებიც იმედოვნებდნენ სტეფანეს დაბნევას და მისი არგუმენტების უარყოფას. სტეფანეს პირადად რომ არ შეესწავლა წერილი და გონება ღვთის სიტყვის მოწმობებით არ განემტკიცებინა, ვერ გაუძლებდა ამგვარ გამოცდას; მაგრამ მან იცოდა თავისი რწმენის საფუძველი და მტკიცედ იდგა; იგი მუდამ მზად იყო მტერს ღირსეულად დახვედროდა.ქიმ 303.2

    სტეფანემ გაიმარჯვა. იგი იმგვარი დაჯერებით, სიბრძნითა და ძალით ლაპარაკობდა, რომ განაცვიფრა და თავგზა აუბნია ჭეშმარიტების მტერთ. მრავალგზის მცდელობის შედეგად ისინი შერცხვენილნი დარჩნენ და ჩაიფიქრეს მისი მოკვლა. ამ მოღვაწეთ, თავი რომ მოჰქონდათ სიბრძნითა და პატიოსნებით, თუ მართლა უნდოდათ ჭეშმარიტების ძებნა, მიიღებდნენ უცილობელ მოწმობებს... მაგრამ მათი სურვილი და ხასიათი სხვა იყო... მათ სძულდათ ქრისტე, ყველა მისი მიმდევარი და მოკლეს სტეფანე.ქიმ 303.3

    სტეფანე - ღვთის საყვარელი ადამიანი, ქრისტესთვის სულთა მომპოვებელი - დაიღუპა, რადგან აუწყებდა ძლევამოსილ მოწმობას ჯვარცმული და აღმდგარი მაცხოვრის შესახებ. მატიანე ამბობს, რომ იგი აღსავსე იყო რწმენითა და ძალით და ხალხში ახდენდა დიდ სასწაულებს... მაგრამ სული, რომელიც გამოვლინდა წუთისოფლის გამომსყიდველთან გააფთრებულ წინააღმდეგობაში, ჯერ კიდევ ტრიალებდა ურჩ შვილებში. სიძულვილი, რომელსაც ჭეშმარიტების მტრები განიცდიდნენ ღვთის ძის მიმართ, ასევე გამოვლინდა მისი მიმდევრების მიმართაც...ქიმ 303.4

    ძალაუფლების მქონეთ მიიღეს დამოწმება სტეფანეზე გადმოსული ნათლის სახით, მაგრამ მათ ზიზღით უკუაგდეს ეს დამოწმება. ნეტავ ყური ეგდოთ და მოენანიებინათ! მაგრამ ეს არ სურდათ და ერთგული მოწმის ბაგეთაგან მოისმინეს სიტყვები: „ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინდაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც”.ქიმ 303.5

    აქ შეეტაკა ორი მხედრობა: ზეციური მხედრობა და რელიგიის ცრუ ქომაგთა მხედრობა. ვის მხარეს დგება სამარადჟამოდ ეს ხალხი? მათ კიდევ შეეძლოთ მონანიება და მიტევების მიღება მას შემდეგაც კი, რაც ჩაიდინეს საშინელი დანაშაული ქრისტეს წინააღმდეგ - მოკლეს ქრისტეს წმიდა.ქიმ 303.6