Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტემ იცის, როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება, 30 ივლისი

    „გეშინოდეს უფლისა, შენი ღვთისა, და მას ემსახურე, და მის სახელს ფიცულობდე” (რჯლ. 6:13).ქიმ 214.1

    ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი თხოვნები ღმერთის წინაშე არა იმისათვის, რათა შევამოწმოთ მისი ერთგულება საკუთარი სიტყვისადმი, არამედ იმიტომ, რომ ის აუცილებლად აღასრულებს მას; იმისთვის კი არა, რომ შევამოწმოთ, მართლაც ვუყვარვართ მას თუ არა, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ ჩვენდამი მის სიყვარულში.ქიმ 214.2

    „ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე... უთხრა მას: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ”.ქიმ 214.3

    ეს ცდუნება სატანის ძალისხმევის გვირგვინი გახდა. მასში ჩადო მან მთელი თავის მაცდური ძალა. ეს გველის ჯადოსნობა იყო. მან ქრისტესკენ მიმართა მთელი თავისი ჯადოსნური ძალა და ცდილობდა მისი ნება თავის ნებისათვის დაექვემდებარებინა. თავის უბედურებაში ქრისტე მთლიანად ღმერთს მიენდო. ღვთაებრიობა ადამიანურ ბუნებაში გამობრწყინდა. ქრისტე მოევლინა ქვეყანას როგორც ზეცის მბრძანებელი და ლაპარაკობდა როგორც ის, ვისაც უზენაესი ძალაუფლება უპყრია. მაშინ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’”ქიმ 214.4

    სატანამ ეჭქვეშ დააყენა ის ფაქტი, რომ იესო უფლის ძეა. Uკანასკნელი ცდუნებისას მიღებული გადამწყვეტი დარტყმით, მან აგრეთვე მიიღო ქრისტეს ღვთიურობის უტყუარი მტკიცებულებანი. მას არ ჰქონდა ძალაუფლება, რათა ქრისტეს ბრძანებას წინ აღდგომოდა. დამცირებულმა და გნრისხებულმა თავი დაანება წუთისოფლის გამომსყიდველს. ქრისტეს გამარჯვება ისეთივე სრული აღმოჩნდა, როგორც ადამის დამარცხება.ქიმ 214.5

    ქრისტემ იცოდა, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ დიდხანს მოუწევთ ამ ვერაგ მტერთან შეჯახება. ისაა ყველას თავშესაფარი, ვინც მას მიმართავს ცდუნების ჟამს. ყველა გავივლით ცდუნებისა და გამოცდის გზაზე, მაგრამ მტერმა არ უნდა დაგვძლიოს. ჩვენმა მხსნელმა დაამარცხა იგი ჩვენი სახით. სატანა დაუმარცხებელი არაა. Yოველდღიურად იგი ხვდება იმათ, ვინც უძლებს გამოცდას და ცდილობს თავისი ხრიკებით დაამარცხოს ისინი. მისი ბრალმდებელი ძალა ძლიერია და სწორედ აქ შეუძლია მას მეტი გამარჯვების მოპოვება, ვიდრე სხვაგან. ქრისტემ გაიარა ცდუნება, რათა გაეგო, თუ როგორ უნდა დაეხმაროს თითოეულ ჩვენგანს ცდუნებისას. ცდუნება - ეს ცოდვა არ არის, ადამიანი სცოდავს, როცა ცდუნებას ემორჩილება. მისთვის, ვისაც ქრისტეს სასოება გააჩნია, ცდუნება გამარჯვებასა და რწმენაში განმტკიცებას ნიშნავს. ქრისტე მზადაა, მიუტევოს ყველას, ვინც მივა მასთან და მოინანიებს ცოდვებს. ცდუნების ქვეშ მყოფთ და მასთან მებრძოლ ადამიანებს ეკუთვნით ეს სიტყვები: „თუ ჩაეჭიდება ჩემს სიმტკიცეს, რათა ქმნას ჩემთან მშვიდობა, ქმნას მშვიდობა ჩემთან”. მადლობა უფალს, ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც წუხს ჩვენი უძლურების გამო, რადგან ყველაფერში გამოიცადა ჩვენს მსგავსად.ქიმ 214.6