Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უფლის კანონის დარღვევის შედეგები, 21 თებერვალი

    „მისმინე მე, ჩემო ერო, და ჩემო ხალხო, ყური დამიგდე! რადგან ჩემგან გამოვა რჯული და ჩემს სამართალს ხალხებზე სიმართლედ მოვაფენ” (ეს. 51:4).ქიმ 54.1

    ღმერთმა მიწაში დამალა თავისი იარაღი, რომლის მეშვეობითაც იმ დროს დედამიწის გაწმენდას აპირებდა. მიწის სიღრმეებიდან დაიწყო წყალმა დინება და როდესაც მისი ნაკადი გაძლიერდა, მან ქვების სროლა და ხეების ძირფესვიანად ამოთხრა დაიწყო. ხომ არ გეჩვენებათ, რომ იმ მომენტში ვიღაცვიღაცეები სიხარულით იპოვიდნენ თავშესაფარს კიდობანში? ზოგიერთი კიდობნისაკენ ხელგაწვდილი ხვეწნასა და მუდარას მიმართავდა, მაგრამ ძალიან გვიანი იყო. ისინი, ხეებზე აცოცებულნი, ცდილობდნენ მათ კენწეროებზე ეპოვათ თავშესაფარი, მაგრამ ხეები ფესვებიანად იძირკვებოდა და წყლის მორევში იკარგებოდა.ქიმ 54.2

    ასე დაიღუპა დღეგრძელთა მოდგმა, მხეცებიც კი დაიღუპნენ იმათ გარდა, ვინც კიდობანს შეაფარა თავი. ქრისტემ თქვა: „ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, - ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც”.ქიმ 54.3

    პირველად უფლის კანონი სატანამ დაარღვია ზეცაში. ის დღემდე ებრძვის ღმერთს ამ საკითხის ირგვლივ და გააკეთებს ამას ჟამის დასასრულამდე. ჩვენი საუკუნის ადამიანები ისევე გამოიცდებიან, როგორც განვლილი საუკუნეებისა და ტომების წარმომადგენელნი. აღიარებენ თუ არა ქალები და კაცები ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ ღმერთი მართავს მთელ სამყაროს, სცემენ თუ არა ისინი პატივს მის მმართველობას? უკეთესნი გახდნენ თუ არა ძველი მსოფლიოს ხალხები იმის გამო, რომ დაარღვიეს იაჰვეს კანონი? გაუმჯობესდა თუ არა მათი მდგომარეობა იმით, რომ გამოეყვნენ თავისი შემოქმედის კანონს? გახდებიან კი უკეთესნი ჩვენი დროის ადამიანები, თუკი ფეხქვეშ გათელავენ ღმერთის წმინდა კანონს და დაარღვევენ მას?ქიმ 54.4

    იგივე ნაყოფი, რომელიც მოიმკეს ნოეს დროინდელმა უფლის კანონის დამრღვევებმა, გამოჩნდება დღევანდელი თაობის წარმომადგენლებში. უფლებები, ქონება და ადამიანთა სიცოცხლეც კი არაფერს ნიშნავდა ნოეს დროს, ნებისმიერს შეეძლო მათი ხელყოფა. გულისთქმა ამ ხალხისა მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო. ისინი თაყვანს სცემდნენ ყველაფერს, გარდა ღმერთისა. ასე ხდება ამჟამადაც: მოტყუება, უღმერთობა და კერპთაყვანისმცემლობა გაბატონებულია ყველგან და სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.ქიმ 54.5