Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    წმინდა წერილში მოცემული ყველა გამოცხადება იესო ქრისტესგან მომდინარეობს, 26 დეკემბერი

    „წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანების ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისგან წარმოთქვამდნენ მას” (2 პეტრ. 1:20, 21).ქიმ 363.1

    ბიბლია გამოცხადებაა, რადგან ყოველი გამოცხადება ეძლევა ხალხს ქრისტესგან და მიპყრობილია მასზე. ღმერთი გვესაუბრება თავის ძეში, რომელსაც ვეკუთვნით შექმნისა და გამოსყიდვის უფლებით. ქრისტე მივიდა კუნძულ პატმოსზე გადასახლებულ იოანესთან, რათა ეუწყებინა ბოლო ჟამის ჭეშმარიტება და ეჩვენებინა ახლო მომავალი. იესო ქრისტეს მიენდო ღვთიური გამოცხადება. სწორედ ქრისტემ მოგვცა ცოდნა, რას უნდა ველოდეთ მიწიერი ისტორიის ბოლო ჟამს...ქიმ 363.2

    ქრისტეს საყვარელი მოწაფე, რჩეულ მოწაფეთაგან ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი იოანე გახდა ამ გამოცხადების რჩეული მიმღები. ახალი აღთქმის ხანაში იოანეს ისეთივე პატივი მიეგო, როგორც წინასწარმეტყველ დანიელს ძველი აღთქმის ხანაში.ქიმ 363.3

    იოანესთვის გადმოცემული ცნობები ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ქრისტე ჩამოვიდა ციდან, პირადად გადასცა ისინი თავის მორჩილს და უბრძანა დაეგზავნა ყველა ეკლესიაში. ეს ცნობები გულმოდგინედ და ლოცვით უნდა ვიკვლიოთ, რადგან სულიწმიდის უარმყოფელი ხალხი ცრუ თეორიათა ტყვეობაში აღმოჩნდება...ქიმ 363.4

    როცა გავიდა დრო (1844 წ.), ღმერთმა ერთგულ მიმდევრებს მიანდო ჭეშმარიტების ძვირფასი სადღეისო პრინციპები... განსაცდელგამოვლილი ძმები კლდესავით მტკიცედ უნდა იცავდნენ იმ პრინციპებს, რომლებმაც მეშვიდე დღის ადვენტისტებად გვაქცია... ადამიანები, რომლებმაც ბიბლიურ პრინციპებზე დააფუძნეს ჩვენი საქმე და შეიცნეს ოდესღაც სწორი გზის მაჩვენებელი ნიშნები, საუკეთესო მუშაკის სახელს იმსახურებენ. მათთვის მინდობილი ჭეშმარიტების შესახებ საუბარი მათ შეუძლიათ პირადი გამოცდილების საფუძველზე. ეს მუშაკები ვერ დაუშვებენ, რომ მათი რწმენა შეიცვალოს ურწმუნოებით, რომ მესამე ანგელოზის დროშა გამოსტაცონ ხელიდან. მათ ბოლომდე მტკიცედ უნდა დაიცვან თავიანთი სასოების პირველსაწყისები.ქიმ 363.5

    უფალი ამბობს, რომ ისტორია განმეორდება, როცა შევუდგებით დასკვნით სამუშაოს. წუთისოფელს უნდა ეუწყოს მისგან სადღეისოდ გადმოცემული ყოველი ჭეშმარიტება. უნდა განვამტკიცოთ მის მიერ დაფუძნებული ყოველი სვეტი. ამჟამად ჩვენ არ შეგვიძლია არც ერთ ახალ ორგანიზაციაში შესვლა, რადგან ეს ნიშნავს ჭეშმარიტებიდან განდგომას.ქიმ 363.6