Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ვისწავლოთ ნდობა და მორჩილება, 24 აპრილი

    „და თუ შენ გაჟლეტ ამ ხალხს, როგორც ერთ კაცს, მაშინ იტყვიან ერები: რაკი უფალმა ვერ შეძლო ამ ხალხის მიყვანა იმ ქვეყენაში, რომელიც მან ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დაკლა ისინი უდაბნოში” (რიცხ. 14:15, 16).ქიმ 117.1

    უფალმა აღასრულა თავისი დაპირება, როცა აბრაამს ამცნო, რომ დაიხსნის ისრაელიანთ ოთხასწლოვანი მონობისაგან. მაგრამ აქ, აღთქმული მიწის საზღვართან, მათ შეურაცხყვეს ღმერთი ურწმუნოებაში ჩავარდნით.ქიმ 117.2

    ჩვენ, შესაძლოა, შეგვექმნას მძიმე ვითარება, მაგრამ არ უნდა ველოდოთ ამ დროს, რათა ვისწავლოთ ღმერთისადმი ნდობა და მორჩილება. დღეს, სწორედ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დიდი შესაძლებლობებისა და უპირატესობების ჟამს. როდესაც ჭეშმარიტებების ნათელი გვეფინება, ჩვენ უნდა ავითვისოთ ეს გაკვეთილი. მოდით, შევთხოვოთ ღმერთს, რათა მოგვეხმაროს მისი ხასიათის გაცნობიერებაში და მოგვცეს მისდამი მორჩილების მზადყოფნის უნარი.ქიმ 117.3

    ჩვენთვის აუცილებელია, ვიყოთ ისრაელის ღმერთის ძალასა და ძლევამოსილებაში. გავაკეთებთ თუ არა ამას, ძმებო და დებო? თუ მოვყვებით ჩივილსა და წუწუნს ჩვენს გზაზე აღმოცენებული წინაღობების გამო და ბუზს სპილოდ ვაქცევთ. დღეს ღმერთი თავის ხალხს საკუთარი ძალების მოწმობას აძლევს, რათა განამტკიცოს მისი რწმენა ისევე, როგორც ამას ისრაელისათვის აკეთებდა. ნუთუ ასეთი მტკიცებულებანიც არ მოახდენს ჩვენზე გავლენას? ნუთუ ისე მოვიქცევით, თითქოს ღმერთი ჩვენი დამცველი არ იყოს? უფალს სურს, ვაღიაროთ მისი ძალა, წყალობა და მისი დიადი ხსნა, რომელიც მოგვცა უსაზღვროდ დიდ ფასად - მისი მხოლოდშობილი ძის სიკვდილის ფასად.ქიმ 117.4

    ჩვენ ვცხოვრობთ გამოცდის ჟამს. ღმერთი სცდის თავის ხალხს, რათა დაინახოს, შეუძლია თუ არა ჩვენთვის რაიმეს გაკეთება. ღმერთი ვერაფერს გააკეთებს ჩვენთვის, თუ ჩვენს გულს მტრის შეგონებას გავუხსნით. ის ვერ ითანამშრომლებს ჩვენთან, თუკი ჩვენ ადამიანების იმედი გვექნება ნაცვლად იმისა, რომ ვუმზიროთ იესოს და გავიხაროთ მისი წყალობითა და სიყვარულით. მას სურს გვაქციოს ისეთ ხალხად, ვისი მეშვეობითაც გააცხადებს თავისი წყალობის შესახებ და ის ამას გააკეთებს, თუ ჩვენ მივცემთ მას ამის შესაძლებლობას, თუ ზეცისკენ მიმართულ სულის სარკმელს გავუხსნით, ხოლო წუთისოფლისკენ, კაცობრიობის ნაგვისაკენ, ჩივილისა და წუწუნისაკენ მიმართულ სარკმელებს კი ჩავკეტავთ...ქიმ 117.5

    ვინც უჩივის ღმერთით კურთხეულ ძალებსა და საშუალებებს და ასუსტებს ადამიანთა ნდობას მათდამი, იგივე საქმეს აკეთებს, რასაც ისრაელის ძენი. უფალს ჩივილის ყოველი სიტყვა ესმის. მას ესმის ყოველი სიტყვა, რომელიც ასუსტებს მათ გავლენას, ვისაც ის იყენებს იმ ჭეშმარიტების გასაცხადებლად, რომელმაც ხალხი უკანასკნელი ჟამისათვის უნდა მოამზადოს.ქიმ 117.6