Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მოწაფეები მიხვდნენ, რომ ქრისტესთან იმყოფებიან, 16 ოქტომბერი

    „და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს” (ლუკ. 24:27).ქიმ 292.1

    მოწაფეები გაოგნებული იყვნენ - რა იცის უცნობმა, როგორ ახერხებს სულის ღრმა სამალავებში შეღწევას და ასეთი გულწრფელობით, სინაზით, თანაგრძნობითა და ნუგეშისცემით საუბარს. ქრისტეს გაცემის დროიდან მათ პირველად ჩაესახათ რაღაც იმედი. ხშირხშირად გადახედავდნენ თანამგზავრს დაკვირვებული თვალით და ფიქრობდნენ, რომ მისი სიტყვები ძალიან ჰგავს ქრისტეს სიტყვებს. ისინი განცვიფრდნენ, გული აუჩქარდათ სასიხარულო მოლოდინითა და იმედით...ქიმ 292.2

    დღეს ბევრი უარყოფს ძველი აღთქმის ისტორიას და ემხრობა იმ აზრს, რომ ახალმა აღთქმამ დაიკავა ძველი აღთქმის ადგილი და ამიტომ ძველი აღთქმა საჭირო აღარ არის. მაგრამ პირველი საქმე, რომელიც ქრისტემ აღასრულა მოწაფეთათვის, შემდეგი იყო: მან დაიწყო ძველი აღთქმის საწყისებიდან, რათა დაემტკიცებინა, რომ უნდა მოსულიყო წუთისოფელში და გაევლო ყველაფერი, რაც განიცადა თავისი განკაცების დროს. წინასწარმეტყველნი ხედავდნენ და წინასწარმეტყველებდნენ, რომ ღვთის ძე უარყოფილი იქნება...ქიმ 292.3

    ქრისტეს სურდა თავისი მოწაფეების წარმოდგენები ყოფილიყო წმინდა და გულწრფელი ყოველ წვრილმანშიაც კი. მათ შეძლებისდაგვარად უნდა გაეგოთ, რომ ქრისტეს ტანჯვის სასმისი უნდა გამოეცალა. მან მოწაფეებს დაანახა, რომ მათთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი სასტიკი ბრძოლა იყო აღსრულება წუთისოფლის შექმნამდე დადებული აღთქმისა. ქრისტე ისე უნდა მომკვდარიყო, როგორც კვდებოდნენ რჯულის დამრღვევნი და ჯიუტი ცოდვილნი. ყოველივე ეს უნდა აღსრულებულიყო, ოღონდ ამ მოვლენებს დამარცხება კი არ უნდა გამოეწვია, არამედ სახელოვანი, მარადიული გამარჯვება...ქიმ 292.4

    როცა მოწაფეებმა სახლში შესვლა დააპირეს, უცნობმა ისე განაგრძო გზა, თითქოს შეჩერება არც სურდა. მაგრამ მოწაფეებს შეუყვარდათ იგი. „დარჩი ჩვენთან, - უთხრეს მათ, - ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა”. ქრისტემ არ იუარა და მიიღო მათი მიპატიჟება. „ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან”.ქიმ 292.5

    დაჟინებით რომ არ ეთხოვათ მოწაფეებს ქრისტესათვის, მათთან დარჩენილიყო, ისინი ვერასოდეს მიხვდებოდნენ, რომ მათი თანამგზავრი მკვდრეთით აღმდგარი უფალი იყო. მაცხოვარი არასოდეს ახვევს თავის თავს ვინმეს. იგი მხოლოდ მათთან არის, ვისაც იგი სჭირდება. მაგრამ თუკი ადამიანები გულგრილობას იჩენენ მის მიმართ და არც კი ფიქრობენ ზეციურ სტუმარზე, არ იწვევენ სტუმრად და არ სთხოვენ მათთან დარჩენას, იგი გვერდს აუვლის მათ. ძალიან ბევრს კარგავენ ამით ადამიანები: ქრისტე ისევე შეუცნობელი რჩება მათთვის, როგორც მოწაფეთათვის - მათი თანამგზავრი.ქიმ 292.6