Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესოს მოწმობა აცხადებს ღვთის მარადიულ სიყვარულს, 3 ნოემბერი

    „მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე გასაჭირში, სუფევასა და იესო ქრისტეს მოთმინებაში. ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის” (გამოცხ. 1:9).ქიმ 310.1

    იოანეს საშუალებით, ვინც არის „ძმა და მოზიარე გასაჭირში”, ქრისტე უცხადებს თავის ხალხს, რა სასტიკი ბრძოლა უნდა გადაიტანონ მეორედ მოსვლის წინ. სანამ უფალი თავის შვილებს გამოუცხადებს დაუნდობელი ბრძოლის სურათებს, შეახსენებს, რომ სხვა მორწმუნეთ უკვე შესვეს სასმისი და მოინათლნენ. ის, ვინც მხარს უჭერდა ჭეშმარიტების პირველ მოწმეთ, არ მიატოვებს თავის ხალხს დასკვნით შეტაკებაში.ქიმ 310.2

    როცა ღრმად მოხუც იოანეს გადასახლება მიუსაჯეს, დადგა გააფთრებული დევნისა და უკუნი სიბნელის ჟამი, თითქოს სატანამ დაამარცხა ღმერთის ერთგული მოწმეები. იოანე დააშორეს თანამოძმეებს რწმენაში და მოუსპეს სახარებისეული მოღვაწეობის საშუალება, მაგრამ ღმერთს ვერ დააშორეს. გადასახლების უდაბური ადგილი გადაექცა სამოთხის კარად. იგი ამბობს: „მე ვიყავი სულში უფლის დღეს [წმინდა დღე, რომელიც უფალმა აკურთხა და გამოყო როგორც თავის საკუთარი] და ზურგსუკანიდან შემომესმა დიდი ხმა, საყვირის მსგავსი, რომელიც ამბობდა: მე ვარ ანი და ჰოე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში... მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე შვიდი ოქროს სასანთლე. შვიდი სასანთლის შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა”...ქიმ 310.3

    ქრისტე დადის ოქროს სასანთლეთა შორის, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავს მის დამოკიდებულებას ეკლესიებთან. მას ურთიერთობა აქვს ხალხთან... თუმცა იგი არის მღვდელმთავარი და შუამავალი ზეციურ ტაძარში, მაინც დადის მიწიურ ეკლესიებში...ქიმ 310.4

    როცა სულიწმიდა კვლავ მოეფინა წინასწარმეტყველს, მან დაინახა ცისაკენ გახსნილი კარი და მოესმა ხმა, რომელიც მოუწოდებდა, ენახა, რა იქნება ამის შემდეგ. მოციქული ამბობს: „აჰა, ტახტი იდგა ცაში და ვიღაც იჯდა ტახტზე. ვინც იჯდა, შესახედაობით წააგავდა იასპის ქვას და სარდიონს”. ღმერთს ეხვივნენ მომსახურე ანგელოზები, რომლებიც მონდომებით და დაუყოვნებლივ ასრულებდნენ მის ნებას, ხოლო ცაში დამკვიდრებული ტახტის გარშემო იოანე ხედავდა ღვთიური აღთქმის ცისარტყელას, რომელიც იყო ნოესთან დადებული აღთქმის სიმბოლო, ღვთის წყალობის საწინდარი ყველა მომნანიებელი, მორწმუნე ადამიანისათვის. ესაა მარადიული მოწმობა, რომ „იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე”. ეს ცისარტყელა ამცნობს მთელ წუთისოფელს, რომ ღმერთი არასოდეს მიატოვებს თავის ხალხს ბოროტებასთან ბრძოლაში.ქიმ 310.5